მთავარი გვერდი

19 дек. 2010 г.

„ერთად ჩვენ შევძლებთ“ ანაკლიაში


მიმდინარე წლის 17 დეკემბერს ზუგდიდიში, სასტუმრო „ანაკლიაში“ ჩატარდა ასოციაცია დეას მიერ ორგანიზებული შხვედრა მრგვალ მაგიდასთან, სადაც განიხილეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის სამუშაო ვარიანტი.
გეგმის შემუშავება მიმდინარეობდა პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში შექმნილი განვითარების კომიტეტის მიერ და მოიაზრება, როგორც დევნილთა და მასპინძელი თემების ხედვაზე დფუძნებული ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც საბოლოო რედაქტირების შემდეგ წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს მუნიციპალიტეტის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სამთავრობო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებისათვის.
შეხვერდაზე მოწვეულნი იყვნენ, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონისა და ზუგიდიდის მუნიციპალიტეტის სახელისუფლებო სტრუქტურების, ზუგდიდში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.
პროექტს „ერთად ჩვენ შევძლებთ“ რომლის ფარგლებშიც ეწყობა შეხვედრა, ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს დიდი ბრიტანეთის საეღაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამი პარტნიორებთან – ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია – დეასთან, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ველფეარ ფაუნნდეიშენ“–თან ერთად.