
დემოკრატიის სხვადასხვა ფორმებიდან პოლიტიკურ დემოკრატიებს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა. სამამულო და უცხოურ სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურაში პოლიტიკურ დემოკრატიებზე ბევრს წერენ (1.გვ. 75-112; 2,გვ.8-50) დემოკრატიის სხვა ფორმებსა და ინსტანციებს კი გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა. მაგალითად: ყველა ან თითქმის ყველა ავტორი, რომელიც დემოკრატიის პრობლემებს იკვლევდნენ, ტრადიციულად და საკამრისად ბევრს ლაპარაკობენ და წერენ სიტყვის თავისუფლების, პრესის, ასოციაციების, იმფორმაციების მოპოვების თავისუფლების შესახებ. ამავე დროს ისინი სრულად უყურადღებოდ ტოვებენ ისეთ არანაკლებ მნიშვნელოვან დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა – იყო თავისუფალი ,,ყოველგვარი ასოციაციებისაგან” (3,გვ. 877-897;4)
სამეცნიერო ლიტერატურასადა და პუბლიცისტიკაში ბევრს წერენ უპირატესად წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმების შესახებ. მაგრამ მცირეოდენ ყურადღებას უთმობენ უშუალოდ დემოკრატიის ისეთი ფორმების გარჩევას, როგორებიცაა; პეტიციები, შეკრებები, მსვლელობები, საერთო-სახალხო გამოკითხვები, რეფერენდუმები და სხვა. პრეტენზია არაგვაქვს შევეხოთ ამ ფორმებს, მაგრამ შევჩერდეთ მხოლოდ დასავლურ დემოკრატიაში რეფერენდუმების მეთოდოლოგიურ ასპექტზე.
დემოკრატიის ჩარჩოებში რეფერენდუმი ახალ ფორმას არ წარმოადგენს ხალხის უშუალო მონაწილეობით გლობალური საკითხების გადაჭრაში, აგრეთვე ტერიტორიული და სხვა სახელმწიფოს შიდა და სახელმწიფოებს შორის პრობლემების გადაწყვეტაში. სპეციალურ იურიდიულ ლიტერატურაში კაცობრიობის ისტორიაში რეფერენდუმების პირველად ჩატარების თარიღად ითვლება 1439წ, მის ,,სამშობლოდ” კი – შვეიცარია. შემდგომ წლებსა და საუკუნეებში, დღევანდლამდე ამ სახელმწიფოში ბევრი რეფერენდუმი ჩატარდა, რომელთაგან 100 მეტი მიეძღვნა მხოლოდ კონსტიტუციურ საკითხებს (5, გვ. 20-22).
რეფერენდუმები მრავალჯერ ჩატარებულა საფრანგეთში, იტალიაში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, ბრაზილიაში, ურუგვაიში და სხვა კაპიტალისტურ თუ განვითარებად ქვეყნებში. ყველაზე ცნობილი რეფერენდუმებს შორის, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, იყო ნორვეგიაში 1905 წელს ჩატარებული რეფერენდუმი. ეს რეფერენდუმი მიეძღვნა შვეიცარიასთან რეალური ენის მიღწევას. (ამ სახელმწიფოებს შორის საუკუნეების განმავლობაში იყო სასაზღვრო დავა. ავტ.)
XIX-XX სააუკუნეებში ევროპის მთელ რიგ კაპიტალისტურ სახელმწიფოებში ხალხის მოთხოვნით კონსტიტუციებში ცვლილებები იქნა შეტანილი. რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. რეფერენდუმებს უნდა გადაეწყვიტათ არა მარტო შიდა პოლიტიკური, არამედ საგარეო პოილიტიკური საკითხებიც. მაგალითად, შვეიცარიის კონსტიტუციაში (პარაგრაფ-3, მუხლი 789) ჯერ კიდევ 1912 წელს დაფიქსირდა მდგომარეობა, რომლის მიხედვით რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვეტილიყო ყველა ის საკითხი, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებას 15 წელზე მეტი ხანგრძლივობით.
რეფერენდუმების ინსტიტუტმა თავისი საკანონმდებლო განმტკიცება ჰპოვა აშშ-ის მთელ რიგ შტატებში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. 1898 წლიდან ამის შესახებ წერს ზოგიერთი ამერიკელი პოლიტოლოგი. აშშ-ს ზოგიერთ შტატში კანონმდებლობით ხალხს უფლება მიეცათ, მიეღოთ მონაწილეობა ,,ინიციატივებსა და რეფერენდუმებში” (6, გვ. 631 ).
რეფერენდუმების შესახებ წერენ ამერიკელი სოციოლოგები და პოლიტოლოგები; მაგალითად: ლ. ლიპსიტსის სიტყვებით, რომ ვთქვათ, რეფერენდუმი ამერიკელ რევოლუციაზე მაღლა დგას. (7.გვ.303). არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით `სახალხო კონსულტაციების იდეა~ რეფერენდუმის სახით, კონსტიტუციურ საკითხებზე, უფრო მოგვიანებით გაჩნდა (8, გვ. 298).
არ შეიძლება არ დავეთანხმოთ აღმოსავლეთ ევროპის მეცნიერ-იურისტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში რეფერენდუმი ტარდებოდა მხოლოდ შვეიცარიაში, აშშ-ის ზოგიერთ შტატში და ავსტრალიაში. I მსოფლიო ომის შემდეგ რეფერენდუმი კანონმდებლობით განმტკიცდა, ევროპის მთელი რიგი ქვეყნების კონსტიტუციებში. რეფერენდუმებმა მიიღეს ,,ახალი ფუნქცია _ არბიტრის როლი, სახელმწიფოს როლი კონსტიტუციურ ორგანოებს შორის”. პირველად რეფერენდუმის ასეთი დანიშნულება განამტკიცა ვეიმარის კონტიტუციამ (9,გვ. 203).
მეორე მსოფილო ომის შემდეგ რეფერენდუმმა უფრო ფართო გამოყენება ჰპოვა ევროპის კაპიტალისტურ ქვეყნებში. განსაკუთრებით ინტენსიური გახდა მისი გამოყენება მე-20 საუკუნის 60-80-იან წლებში.
აშშ-ში კანონმდებლობით არის განმტკიცებული რეფერენდუმის ჩატარება (დელავერიის შტატის გარდა. ავტ). ამ ინსტიტუტს აშშ-ში ყოველწლიურად 12 ათასიდან 15 ათასამდე მიმართავენ. 1843 წლიდან დღენდე შვეიცარიაში რეფერენდუმს 240 ჯერ მიმართეს. (7, გვ. 303; 10, გვ. 14-46).
მსოფლიოს ყურადღება 80-იან წლებში მიიქცია კანადაში, კვებეკის ოლქში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა კვებეკის ოლქის, როგორც კანადის ფედერაციის სუბიექტის უფლებების გაფართოებამდეც კი (11, გვ.101).
რეფერენდუმის ჩატარების სხვა მაგალითად შეგვიძლია ჩავთვალოთ მონღოლეთში 1945 წელს ჩატარებული სააერთო _ სახალხო არჩევნები (პლებისციტის) სახით. ეს პლებსციტი მიეძღვნა მონღოლეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლად არსებობას; 1946 წელს პოლონეთში ჩატარებული პლებისციტი, რომელიც მიეძღვნა ამ სახემლწიფოს დასავლეთით საზღვერბის დადგენას, სენატის შენარჩუნებას და გაუქმებას. რეფერენდუმის ინსტიტუტი კანონმდებლობით განმტკიცდა გერმანიაში, უნგრეთში, კუბაში, რუმინეთში, იუგოსლავიაში და სხვა ქვეყნებში; ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციური თეორია და პოილიტიკური პრაქტიკა (მაგ. იუგოსლავიაში) ცნობს არა ერთ, არამედ რეფერენდუმის სხვადასხვა სახეს.
რეფერენდუმს მსოფლიო პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ თეორიასა და პარაქტიკაში სხვადასხვანაირად ახასიათებენ. არა იშვიათად, მაგალითად, იგი გათანაბრებულია საერთო-სახალხო გამოკითხვასთან და პლებისციტთან და განიხილავენ, როგორც ,,ამა თუ იმ სახელმწიფო საკითხის გადაწყვეტას სახალხო არჩენების გზით, რომელსაც ენიჭება საბოლოო და სავალდებულო ხასიათი” (5,გვ.5).
ზოგიერთ უცხოურ და სამამულო აქტებში რეფერენდუმი წარმოდგენილია, როგორც სახალხო (იტალიის კონსტიტ. მუხლი -75) ან საყოველთაო (საერთო სახალხო, ესპანეთის კონსტიტუციის მუხლი 921) აქტად.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რეფერენდუმი თავისი მნიშვნელობით უტოლდება და უსწრებს კიდეც არჩევნებსა და სახალხო გამოკითხვებს.
ჯანდრი ნაყოფია სრული პროფესორი