`სამართლიანი საქართველოს~ წევრი ლუიზა თევზაძე `სამეგრელოს ქრონიკასთან~ საუბარში აქციის მოთხოვნებზე საუბრობს _ `სახელმწიფო რომელსაც ამდენი პოლიტპატიმარი ყავს არ შეიძლება სახელმწიფოდ ჩაითვალიოს. განსაკუთრებული აქცენტი დღეს ჩვენ გადატანილი გვაქვს შევარნაძის მიერ დატყვებულ პოლიტპატიმრებზე, რომლებიც არიან _ ნუგზარ ჩუხუა, ზური ეჯიბია, საშა ზაქარაია და ბონდო თოდუა. ესენია რაიან ადამიანები რომლების ზვიად გამსახურდიას ერთგულებისათვის ჩასვა ციხეში შევარდნაძის ხელისუფლებამ. ჩვენ ამის გამო რამოდენიმეჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მომხდარა.~ სამართლიან საქართველოში თვლიან, რომ ცოტნე გამსახურდია უდანაშაულოა და ამდენად მის განთავისუფლებასაც ითხოვენ.
`დაიცავი საქართველოსთვის~ სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელი კახა მიქაია ჩვენთან საუბარში აცხადებს: _ `დღეს სამგრელოში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ჩვენმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ ერთხმად მოვითხოვეთ პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ჩვენ სოლიდარულები ვართ ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლაში და როლანდ ახალაიას კლანჭებიდან სამეგრელოს გამოხსნაში. მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების არსებობა ჩვენს ქვეყანაში მიუთითებს დემოკრატიის დაბალ ხარისხზე.~
პროკურატურასთან აქცია 10 წუთში დაიშალა. ამ ხნის განმავლობაში კი სამხარეო პროკურატურის თანამშრომლები ფანჯრიდან აქციას ვიდეოზე აფიქსირებდნენ.
პაატა ლაგვილავა