ზუგდიდში ეროვნულ საბჭოს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს. ლოთი ქობალიას განდგომილმა ზვადისტებმა და ცხინვალში დაღუპული მებრძოლების დედებმა ზურაბ ნოღაიდელს, ზვიად ძიძიგურს, კობა დავითაშვილს და ეროვნული საბჭოს წევრებს მოღალატეები უწოდეს და რუსეთთან კავშირის გამო ზვად გამსახურდიას ძეგლთან აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს. მიტინგის მოწინააგმდეგეები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ნოღაიდელის ზუგდიდში გამოჩენას აპროტესტებდნენ. Qობალიას განდგომილმა ზვიადისტებმა აპარატურა დაუზიანეს და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს ``ეროვნული საბჭოს`` ლიდერებს. ნოღაიდელი, ძიძიგური და დავითაშვილი მიტინგის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში იძულებული შეიქმნენ აქცია დაეტოვებინათ. ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე გამართულ მიტინგზე გადაცმული პოლიციელები და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც იყვნენ. თუმცა ჩვენს კითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ ისისნი აქციაზე, არ გვიპასუხეს.
სამართლიანი საქართველოსათვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს მათი გაიმარჯვების დღEა რადგან კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ხელისუფლებას მათიეშინია. ნოღაიდელის თქმით ხელისუფლებამ ზუგდიდში მიტინგის ჩასაშლელად ხალხი დაიქირავა.
კობა დავითაშვილმა, რომელიც ზუგდიდში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ზუგდიდის გამგეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ _ ,,ზუგდიდში ვერ მოძებნეს ხალხი ვინც მატ წინააღმდეგ გამოვიდოდა და სენაკიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს დაქირავებული ქალები.''
,,სამართლიანი საქართველოს’’ სამეგრელოს ოფისის ხელმძღვანელი ლოთი ქობალია მიტინგის მოწინააგმდეგეებმა, მოღალატედ და რუსეთის მოკავშირედ გამოაცხადეს, და შეძახილებით ,,შენ საქართველოს უკვე მერამდენედ ღალატობ და წადი ზუგდიდიდან,'',,ამხნევებდნენ.'' მოღალატედ გამოცხადებული ლოთი ქობალია კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მიტინგის დაშასლელად ხელისუფლებამ ყველანაირი ძალა იხმარა: _ ,,მარშუტკის მძღოლები დააშინეს და ხალხი ვერ გამოვიყვანეთ სოფლებიდან. ხელისუფლებამ კი ვითომ ჩვენი მოწიინააღმდეგეები სენაკიდან ჩამოიყვანა და აქ 2 ლარიანი ზუგდიდელი ,,ბოზები,'' სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაახვედრეს, ის ქალები სულ დგანან ხელისუფლების გვერდით სვეტა, ირმა და აშ. ჩვენ არაფერს არ ვაშავებდით ზვიად გამსახურდიას იუბილე უნდა აღგვენიშნა და ამის საშუალება არ მოგვჩეს.''
აქციიდან ეროვნული საბჭოს ლიდერების და მომხრეების გაძევების შემდეგ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, პროტესტის ნიშნად, ზვიადისტებმა და ცხინვალში დარუპული მეომრების დედებმა ყოფილი პრემიერის პარტიის სიმბოლოიანი ქუდები და ყელსახვევები დაწვეს.
Aქციაზე ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის სიტყვიერ შეურაცყოფასთან ერთად ადგილი ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა.
პაატა ლაგვილავა