მთავარი გვერდი

13 апр. 2010 г.

ნიკო გომელაური გარდაიცვალა




ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 13 აპრილს, გამთენიისას პოეტი და მსახიობი ნიკო გომელაური გარდაიცვალა. გომელაურს გუშინ საღამოს ფონდ "იავნანას" ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლო. თუმცა ღონისძიების ორგანიზატორებმა 3 ოჯახს საცხოვრებელი სახლები სწორედ გომელაურის სახელით გადასცეს. ნიკო გომელაური ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული. შეგახსენებთ, რომ მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 1970 წელს თბილისში დაიბადა. ის 39 წლის იყო. 1992 წელს მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1998 წლიდან ის გრიბოედოვის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა. გომელაური კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახლდათ. ნიკო გომელაური `თავისუფალ თეატრში~ ერთ-ერთი მთავარიი მსახიობი იყო. 2001 წელს მან ლექსების პირველი კრებული გამოსცა, გომელაურმა 2004 წელს ბრესტის საერთაშორისო ფესტივალზე ნომინაციაში "მამაკაცის საუკე6თესო როლის შესრულებისთვის" გაიმარჯვა, ხოლო ამავე ნომინაციაში 2006 წელს ტრაბზონში, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა. 2010 წლს, წიგნების მაღაზიის დახლებზე ნიკო გომელაურის ლექსების კრებული `რჩეული~ გამოჩნდა.