
15 აპრილს, 14:00 სთ-ზე ზუგდიდში "საინფორმაციო ცენტრის ნატო-ს შესახებ" ფილიალი გაიხსნება. ადგილობრივ ფილიალს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე გახსნის, რომელიც ამავედროს სახელმწიფო მინისტრია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. მოგვიანებით ბარამიძე განმუხურსა და ორსანტიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.
საქართველო ნატოს შორის პირველი ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა, მაშინ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი გახდა. 1994 წლის 23 მარტს კი საქართველო შეუერთდა ნატო-ს პროგრამას ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის.’’
"საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ" საქართველოსში რამდენიმე წელია არსებობს, მას ამჟამად რუსთავი-2-ის ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი ხელმძღვანელობს.