
ზუგდიდში დედამიწის დღე აღინიშნა. აფხაზეთის 11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და სკოლასთან არსებულმა საინიციატივო ჯგუფმა `ნორჩი ბუებისმეტყველები~ დედამიწის დღე ზუგდიდის ქუჩებში აღნიშნეს. ახალგაზრდებმა ქუჩების გარდა სხვადასხვა ობიექტებსაც მიაკითხეს და მწვანე ფურცელზე დაწერილი მესიჯებით მოსახლეობას დედამიწის წინაშე არსებული ოპრობლემები შეახსენეს. მოძრაობის მთავარი სლოგანია _ ,,დედამიწა ავადაა...… გადავარჩინოთ!~ დღესვე აფხაზეთის 11 საჯარო სკოლის მოსწავლეები რკინიგზის სადგურს დაასუფთავებენ და მოსახლეობას პოლიეთილენის პარკების გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ნათია ჯახაია ჩვენთან საუბაღში აღნიშნავს: `გადავწყიტეთ აღგვენიშნა დედამიწის დღე, აქციით დედამიწა `ავადაა გადავარჩინოთ~, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ ხალხს გაუფრთხილდნენ დედამიწას. ეს ჩვენი საერთო სახლია რომელსაც უნდა მოუაროთ.
ლედი ჯალაღონიას თქმით ზუდგდიდში დედამიწის დღე მათ გარდა არავის გახსენებია, _ `ბევრი გაკვირვებით გვიყურებდა და არც კი იცოდა რა დღე იყო. ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ გავუფრთხილდეთ დედამიწას, ის მართლა სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენ ბედნიერები ვიქნებით თუ ამ აქციის შემდეგ ერთი ადამიანი მაინც გააცნობიერებს და გაუფრთხილდება ბუნებას. უკვე დადგენილია, რომ ჩვენი დაუდევრობის გამო, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, უკანასკნელ 50 წელში 10-12 წლისთ შემცირდა. თითოეული ჩვენგანის ძალისხმევაა საჭირო რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.~
P.S. ზუგდიდის გამგეობა, დედამიწის დღეს განსაკუთრებულად ხვდება, რამდენიმე დღის წინ ქალაქის ცენტრში მრავალწლიანი წიწვოვანი ხეები მასიურად მოიჭრა.