მთავარი გვერდი

24 мая 2010 г.

ტერორი გრძელდება


ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში პოლიციელ იროდიონ შელიას მიერ, 60 წლის ნუგზარ მანიას მკვლელობის ირგვლივ კვლავ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, პოლიციელების იროდიონ შელიას და გოგა ფარცვანიას მიერ მოქალაქე გიორგი თოლორაიას ცემისას, შემთხვევით გამვლელ მეზობელს _ ნუგზარ მანიას, გამოქომაგება სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ფაქტის დასამალად თუ სასჯელის შესამსუბუქებლად, დანაშაულის მოტივად, ოჯახური კონფლიქტის დროს შემთხვევით გასროლილი ტყვია დაასახელა.
ფაქტის უშუალო მოწმეები მკვლელობის ღამესვე პოლიციამ დააშინა. ხოლო გიორგი თოლორაიას ოჯახზე ზეწოლა და მუქარა დღემდე გრძელდება. რის გამოც `შიდა პატიმრობაში~ მყოფი გიორგი თოლორაია საქართველოდან გაიქცა.
გიორგი თოლორაიას ოჯახი, 90-იანი წლებიდან სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. თუმცა 1 წლის წინ თოლორაიები საცხოვრებლად სამშობლოში დაბრუნდნენ. მათი ერთადერთი შვილი გიორგი, სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ მარიხუანას მოხმარებაზე დააკავეს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ კი უმცროსი თოლორაია სასამართლომ გირაოთი გაანთავისუფლა და 2 წლიანი შიდა პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად ამისა კომბინატის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, მეტადონის პროგრამაში ჩართულ, გიორგის მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევდნენ. გიორგის მამა ვეფხვია თოლორაია პოლიციასთან მათ დაძაბულ ურთიერთობაზე გვიყვება _ `ნუგზარ მანიას მკვლეობის შემდეგ, გიორგის მოსვენებას არ აძლევდნენ, უთვლიდნენ, რომ შენი დღეები დათვლია და ციხეში ამოგალპობთო. ერთი კუბი ნარკოტიკი გამზადებული გვაქვს და თავს ვეღარ დაიძვრენ. შენს გამო ამხელა სკანდალში გავეხვიეთ და ისე არ დაგტოვებთ შენიო... ხან ვინ მოდიოდა და ხან ვინ, აწიოკებულები ვყავდით, ყოველდღე ვიღაცას გვიგზავნიდნენ. შემეშინდა, იცოდა რომ აუცილებლად დაიჭერდნენ. თავს უშველა, საქართველოდან გაიქცა. უკვე რუსეთშია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. საქართველოში სამართალს ვერ გაარკვევ, ამიტომაც გიორგიიძულებული გახედა გაქცეულიყო. აქ არაფრის გამო ციხეში ამოალპობდნენ, იქ, უსამშობლოდ თავისუფალი მანიც იქნება~.
თოლორაიების ოჯახის დევნა პოლიციას მანიას მკვლოლობამდეც ჰქონდა დაწყებული, როგორც ვეფხვია თოლორაია ამბობს, საქართველოში ჩამოსვლისთანავე მათი დატერორება დაიწყო. _ `ჩამოვედი თუ არა სახლი გავარემონტე, ეგონათ მილიონერი ვიყავი და მაშინვე აგვითვალისწუნეს. მერე გიორგიც `პლანზე~ დააკავეს. უკვე 30 ათას დოლარამდე წამცინცლა ამ უწყებამ. ისიც გაიგეს, რომ პეტერბურგში ბინა გავყიდე, პოლიციეს თანამშრომლები მომიგზავნეს და მეკითხებოდნენ, რამდენად გაყიდე, ფული სად წაიღე, რაში დახარჯეო, მუდმივი ტერორის ქვეშ ვიყავი, ცხოვრება დაგვინგრიეს, ჩემი შვილი რამდენიმე დღეში ცოლის მოყვანას აპირებდა აქ ვაპირებდით ცხოვრებას, მაგრამ უკვე ცხადია, რომ საქართველოში ალბათ ვერასდროს ჩამოვა. ახალგაზრდა კაცს ცხოვრება დაუმახინჯეს, მის გამო პატიოსანი და ალალი ადამიანი მოკლეს~.
მოკლული ნუგზარ მანიას ოჯახი დააშინეს და არაფერს ამბობენ. თუ ჭირისუფლები და თვითმხილველები მკვლელობის ღამეს მედიას მომხდარზე უყვებოდნენ, უკვე მეორე დღეს პოლიციას `საქმე გაკეთებული ქონდა.~ ვეფხვია თოლორაია ოჯახის წევრებისა და მეზობლების დაშინებაზე საუბრობს და Aაღნიშნავს, რომ ხმის ამომღები არავინ დარჩა _ `ნუგზარმა, გაბედა და პოლიციას კითხვა დაუსვა თუ რატომ სცემდნენ გიორგის, ამის გამო მოკლეს. ეს ყველასთვის მაგალითია... ნუგზარის შვილებმა გვითხრეს, _ ჩვენც დაშინებული ვართ, ხმას ვერ ვიღებთო. ყველა დააშინეს და საქმე ისე მიყავთ, როგორც პოლიციელებს უნდათ. ისე მაინტერესებს სასამართლოზე მოწმეებს რას ათქმევინებენ~.
2 წლიანი შიდაპატიმრობამისჯილი გიორგი თოლორაია რუსეთში აფხაზეთის გავლით გაიქცა. Mმამამისი, ვეფხვია თოლორაიაც უახლოეს მომავალში საქარველოდან წასვლას გეგმავს და მიზეზად აქ არსებულ უსამართლობას ასახელებს _ `არ მეგონა თუ ისევ რუსეთში დავბრუნდებოდით თან ასეთი გულნატკენი. თუ დამაცადეს ყველაფერს გავყიდი, მეც გავასწრებ აქაურობას. სიბერეში სამშობლოში ჩამოვედი მშვიდი ცხოვრება მინდოდა, ახალი ხელისუფლებაა ნორმალურის სიტუაციააო, აქ კი სრული უსამართლობა და ტერორი დავინახე. სანამ ჩამოვიდოდი ჩემს რუს მეგობრებს ვუმტკიცებდი, რომ `მიშა მაგარი იყო~ და რუსეთისგან განსხვავებით აქ კაცი სამართალს იპოვნიდა, ვერ წარმოვიდგენდი თუ ისევ რუსეთში მომიწევდა დაბრუნება. მაგრამ ჩემი შვილის დაკარგვას პეტერბურგის ნესტიან სარდაფში ცხოვრება მირჩევნია~.
ჩვენ თოლორაიების ტერორთან და მანიას მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციის კომბინატის განყოფილებას კომენტარი ვთხოვეთ, მაგრამ პოლიციაში ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.
სოფო ხუბულავა
პაატა ლაგვილავა