
ზუგდიდში გახსნილ 108 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა და საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა ამომრჩეველთა აქტიურობა ზუგდიდში ჯერ-ჯერობით დაბალია. რამოდენიმე უბნის რიცხობრივი მონაცემები ამდროისთვის ასეთია:
ზუგდიდის პირველ საარჩევნო უბანში 92 ამომრჩეველია მისული (11სთ.), ქალაქის #83 საარჩევნო უბანზე 12 ამომრჩეველი მივიდა (09:30),
#9 საარჩევნო უბანზე, რომელიც მეოთხე საჯარო სკოლაშია გახსნილი ამდროისთვის 43 ამომრჩეველია მისული (10:00),
#10 საარჩევნო უბანზე 52 ამომრჩეველი დაფიქსირდა (10:30),
#84 უბანზე კი 102 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში (10:30), მეორე საჯარო სკოლაში გახსნილ 90-ე საარჩევნო უბანზე 9:30 წუთზე მხოლოდ 2 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული.
#11 უბანზე (ავტოსადგურის უბანი) კი 75 ამომრჩეველი მივიდა (10:00).
10 საათისთვის არცერთი ამომრჩეველი არ არის დაფიქსირებული 107-ე საარჩევნო უბანზე, ცნობისთვის ამ უბანზე 1138 უმისამართო დევნილია რეგისტრირებული.
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 130 ათასამდე ამომრჩეველი, საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან საკრებულოს 41 წევრის შემადგენლობით აირჩევს. ზუგდიდის საკრებულოში 10 დეპუტატი პროპორციული სიით 31 კი მაჟორიტარული ქვოტით შევა.