მთავარი გვერდი

30 мая 2010 г.

ზუგდიდიდის, წინასწარი დაკავების იზოლატორში ხმის მიცემის პროცესი არ ჩატარებულა

ზუგდიდის, წინასწარი დაკავების იზოლატორში ხმის მიცემის პროცესი არ ჩატარებულა. ცესკოს მონაცემებით წინასწარი დაკავების იზოლატორში სულ 62 პატიმარი იმყოფება. მოცემულ სიაში არ არის მითითებული პატიმრების პირადობის ნომერი. რაც შეეხება დაკავებულებს, მათ არ აღმოაჩნდათ პირადობის მოწმობები, რის საფუძველზეც კენჭისყრა არ ჩატარებულა. ციხის ადმინისტრაციაში კი აგვიხსნეს, რომ მათ იზოლატორში 62 კი არა 35 პატიმარია ამ ეტაპზე. არსებულ ფაქტთან დაკავშირებით ცესკომ ასეთი ახნა გააკეთა – ვითარება არ შეიცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ პატიმრები კენჭს არ უყრიან და ბიულეტენები გაფუჭებულებში გატარდება.
რაც შეეხება ციხის მომსახურე პერსონალს ისინი ხმას #9 საარჩევნო ოლქში აძლევენ.