მთავარი გვერდი

30 мая 2010 г.

ზუგდიდში დარღვევა დაფიქსირდა


ზუგდიდში 83-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც შალვა დადიანის დრამატულ თეატრში მდებარეობს 16 საათისთვის მარკირების შემმოწმებელი კომისიის წევრი, უბნის შემოსასვლელთან არ იდგა და რამოდენიმე ამომრჩეველმა ხმა მარკირების პროცესის გარეშე მისცა. Dდარვევა `თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ~(თგუდა) დააფიქსირა და საჩივარი დაწერა. ,,თგუდა”-ს საჩივრის თანახმად ამომრჩეველმა ანა ლაღიძემ ხმა მარკირების დეტექტორზე შემოწმების გარეშე მისცა.
საჩივრის წერის და დარღვევის დაფიქსირების დროს `თავისუფალი განვითარების და უფლებების დაცვის ასოციაციის~ დამკვირვებლებზე მმართველი პარტიის კომისიის წევრების მხრიდან ზეწოლა წამოვიდა, მათ საჩივარის წერის უფლებას არ აძლევდნენ. `თგუდამ~ საარჩევნო კომიისიის წევრებისა და კომისიის თავმჯდომარისთვის, საარჩევნო კანონმდებლობის შეხსენების შემდეგ საბოლოოდ დარღვევის ჟურნალში დაფიქსირება შეძლო.

ზუგდიდში 17 საათისთვის 37 234 ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის 28,7%-ია.