მთავარი გვერდი

30 мая 2010 г.

ზუგდიდში ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა შეინიშნებოდა


ზუგდიდში არსებული 108 საარჩევნო უბანი 20 საათზე დაიხურა. ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში სულ 48 201 ამომრჩეველმა მისცა ხმა. რაც საერთო ამომრჩევლის 37,27%-ია. ზუგდიდი ამომრჩევლის აქტიურობა პროენტული მაჩვენებლით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბალ ნიშნულზე დგას. პროცენტულად ყველაზე მეტი ამომრჩეველი ნინოწმინდაში (75,08%), ადიგენსა (74,14%) და ასპინძაში (72,01%) დაფიქსირდა.
ზუგდიდში არჩევნების პირველადი შედეგები სავარაუდოდ დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.