კახა მიქაიამ, ძეგლის გახსნის დროს შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: `ჩვენც ვუერთდებით ახალი ათასწლეულის გამოწვევას და გვინდა `ნაც-ბოლშევიკებს~ დავასწროთ ზუგდიდის სასიქადულო პიროვნებების უკვდავყოფის საქმეში და ამ სკვერში აღვმართოთ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან კორუფციასთან და მაფიასთან ხმალამოღებული მებრძოლის, პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერის, სასიქადულო შვილების აღმზრდელის, როლანდ ახალაიას ბიუსტი.~
ახალაიას `ბიუსტი~ თემიდას სტილშია გადაწყვეტილი, მას მარცხენახელში სასწორი უჭირავს, მარჯვენა ხელი კი `ალიანსის~ საარჩევნო ჟესტიკულაციის მსგავსად ცერათითმომარჟვებულია. Aახალაიას ბიუსტს თემიდასგან განსხვავებით მხოლოდ ცალი თვალი აქვს აკრული, ორგანიზატორებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორს თვალი მეკობრის სტილში აუკრეს. ბიუსტს კი წარწერა `მამა~ ამშვენებდა.
კახა მიქაიამ `ბიუსტის~ გახსნის დროს ახალი ინიციატივაც გაახმაურა მას სურს სხვადასხვა ქუჩებში და სასწავლო დაწესებულებებში საბჭოთა წყობის მსგავსად პარტიული კუთხეები გაიხსნას, სადაც სათაყვანებელი კერპი როლანდ ახალაია იქნება.
იმ ადგილს სადაც 7 ივნისს როლანდ ახალაიას `ბიუსტი~ დაიდგა, ადრე იაკობ გოგებაშვილის ძეგლი ამშვენებდა, თუმცა 90-იანი წლების მოვლენების დროს გოგებაშვილის ბიუსტი მოიპარეს.
როლანდ ახალაიას `ბიუსტის~ გახსნის ცერემონიალს, შეკრებილ ზუგდიდელებთან ერთად თვალყურს `კონსერვატორები~ და `სამართლიანი საქართველოს~ წარმომადგენლები ადენევდნენ.