მთავარი გვერდი

14 июн. 2010 г.

აფხაზების სასტიკი გაფრთხილება

აფხაზების სასტიკი გაფრთხილება - საკმარისია ერთ აფხაზს თმის ძირი ჩამოუარდეს, გადავწვავთ მთელს რეფს და მის მეზობელ სოფლებს. რესპოდენტის თქმით აფხაზეთში დაძაბული ვითარებაა. ამ მკლვლელობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეზოშიც პირადობის მოწმობის გარეშე ვერ გავდივართ...ესეთი სისასტიკე ამ ხნის განმავლობაში არ გვახსოვს, დასანახავად ვერ გვიტანენ. გვეუბნებიან ქართველებმა მოკალითო ის აფხაზები. ყველაფერს აკეთებს თქვენი მთავრობა იმისთვის, რომ ოლიმპიადა ჩევენს ქვეყანაში არ ჩატარდესო. აღნიშნა, გაზეთ სამეგრელოს ქრონიკასთან საუბარში ბარღების მკვიდრმა. შეგასხენებთ, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში, სოფელ რეფის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი კაცია მოკლეს. ქალაქ გალისკენ მიმავალი კაციას ავტომანქანა სოფლებს რეფსა და პრიმორსკოეს შორის დაცხრილეს. მძიმედ დაჭრილი დიმიტრი კაცია ადგილზე გარდაიცვალა.