
ზუგდიდში სამთავრობო უწყებები წინასააარჩევნოდ მასიურ შვებულებაში გავიდნენ. მესტიის მოვლენების შემდეგ, 4 მაისს შვებულებაში გავიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია. ასევე შვებულებაში იმყოფებიან მისი მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე, გუბერნიის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი კესარია ყალიჩავა და რეგიონალური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი მაკა თოლორდავა.
უპრეცენდენტო შვებულებებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. საარჩევნო პერიოდში, 3 მაისიდან 31 მაისამდე უფლებამოსილება შეჩერებული აქვს გამგეობის 18 თანამშრომელს, მათგან 15 ტერიტორიული ორგანოების სპეციალისტები არიან, გამგეობის უფლებამოსილებაშეწყვეტილ თანამშრომლებს შორის ასევე კულტურის და საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტები არინ.
3 მაისიდან 3 ივნისამდე შვებულებაში იმყოფება გამგეობის 35 თანამშრომელი. მათ შორისაა ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია, გამგეობის აპარატის მთავარი სპეციალისტი ინდირა მელუა, ეკონომიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლალი კემულარია და საფინანსო სამსახურის მთავარი სპეციალისტები ნონა და ნინო კვარაცხელიები. შვებულებაში გასული თანამშრომლების უმეტესობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და მთავარი სპეციალისტები არიან.
წინასაარჩევნოდ, ჯამში შვებულებაში გავიდა და უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა გამგეობის 53 თანამშრომელს.
წინასაარჩევნოდ, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა ზუგდიდის საკრებულოს 10 თანამშრომელს.
პაატა ლაგვილავა