მთავარი გვერდი

24 мая 2010 г.

ალიანსის ლიდერები ზუგდიდში



19 მაისს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერებმა ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართეს. ზუგდიდში ირაკლი ალასანია, დავით უსუფასვილი, დავით გამყრელიძე და სალომე ზურაბიშვილი ჩვამოვიდნენ. ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ამომრჩევლებთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, უმუშევრობის, სიღარიბის დაძლევაზე, ჯანდადაცვის პროგრამაზე და ბიუჯეტის გონივრულ დაგეგმარებაზე ისაუბრა.
შეკრებილებს ალასანიამ სემდეგი სიტყვებით მიმართა: `მოვუწოდებთ ყველს, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რაგან ჩვენ უნდა დავიწყოთ ნაციონალური მოძრაობის 6 წლიანი მმართველობის შეცვლა. ამ არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ თუ გვინდა ცვლილებების დაწყება, ეს შანსი ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ. მთავარი რაც უნდა შეიცვალოს 30 მაისს ეს იქნება დამოკიდებულება ამომრჩევლების მიმართ. ჩვენი მოსვლის შემდეგ, თითოეული თეთრი რაც დაიხარჯება, იქნება იმ პრობლემებზე დახარჯული და გამოყოფილი რაც აქვს დღეს მოსახლეობას. ყველას მოვუწოდებ მიიღოს მონაცილეობა 30 მაისის არჩევნებში და დააფიქსიროს თავისი არჩევანი. რადგან არჩევნები ერთადერთი სწორი ფორმაა ხელისუფლების მშვიდობიანად შესაცვლელად.~ განაცხადა ალასანიამ ამომრჩეველთან შეხვედრისას.
ირაკლი ალასანიას შემდეგ ამომრჩეველს დადიანების სასახლის ბეგრაუნდით, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მიმართა _ `სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ ხალხს არჩევნების ბოიკოტისკენ. რაც არასწორია, რადგან არჩევნებით უნდა მოხდეს ამ ხელისუფლების შეცვლა. არჩევნებში მიუსვლელობით ჩვენ ყველაზე მეტად შევუწყობთ ხელს ხელისუფლებას ამ რეჟიმის გასაძლერებლად.~ გამყრელიძის შემდეგ შეკრებილებს, სალომე ზურაბიშვილმა და დავით უსუფასვილმა მიმართეს.
P.S. ნიშანდბლივია, რომ ალიანსის ზუგდიდურ ვოიაჟამდე ზუსტად ერთი თვის წინ 19 აპრილს, დადიანების სასახლის ეზოში დავით ბაქრაძის მიერ ნაციონალური მოძრაობის სიის პრეზენტაცია მოხდა. განსხვავება შეხვედრის ადგილებს შორის ის იყო, რომ მმართველმა გუნდმა დადიანების სასახლის უკანა ეზო აირჩია, ალიანსმა კი `პრეზენთი~ დადიანების მთავარ ჭიშკართან გამართა.
პაატა ლაგვილავა