მთავარი გვერდი

24 мая 2010 г.

ახალი პროექტი მოქალაქეებისა და ჟურნალისტებისათვის


21 მაისს, ცნობილმა ჟურნალისტმა ია ანთაძემ, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ახალი პროექტიი ზუგდიდელ ჟურნალისტებს წარუდგინა. პროექტის ფარგლებში ვებ-გვერდი www.cdi.org.ge შეიქმნა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოქალაქეების მიერ მოწოდებული ინფორმაციები განთავსდება. მსურველებს ინფორმაციის მიწოდება ტელეფონით, ესემესით და ელექტრონული ფოსტით შეეძლებათ. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ახალი პროექტი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ახალი, ინოვაციური პროექტის ავტორს ია ანთაძეს გავესაუბრეთ:
_
ქალბატნო ია, თუ შეიძლება თქვენი ახალი პროექტის შესახებ გვესაუბრეთ?
_ ჩვენ გვაქვს ახალი იდეა, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისა და ამავდროულად მედიისათვის. ჩვენი იდეაა, რომ მოქალაქეებს შევთავაზოთ, თუკი მათ იციან რამე ისეთი, რაც უნდათ, რომ გააგებინონ ჟურნალისტებს, მოგვწერონ ან დაგვიმესიჯონ, მაგთიფიქსის ნომერზე, რომელიც უადვილესად დასამახსოვრებელია, ეს არის 890 88-99-00. ჩვენი იდეა ეხება იმას, რომ თითოეულ მოქალაქეს მივცეთ საშუალება, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარონ ჟურნალისტებს, ხოლო ჟურნალისტებს მივცეთ საშუალება ყოველდღე გადაამოწმონ თუ რა გამოგვიგზავნეს მოქალაქე ჟურნალიტებმა, ეს ინფორმაცია ჩასვან შესაბამის კონტექსტში და გააშუქონ. ჩვენ ვქმნით მოქალაქე Yურნალისტების და პროფესიონალი ჟურნალიტების თანამშრომლობის სისტემას. ეს სისტემა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჟურნალიზმის ხარისხმა აიწიოს. ინფორმაციის ხარისხი იყოს მაღალი და ჩვენ ვისაუბროთ არა უმნიშვნელო თემებზე, არამედ ზუსტად იმ თემებზე რაც აინტერესებს ჩვენს მოქალაქეებს.
_ საინტერესოა ანონომურობის საკითხი, ვინც ინფორმაციას მოგაწვდით მათი ანონიმურობა თუ იქნება დაცული?
_ ყველა ადამიანი ვინც კი მოგვაწვდის ჩვენ ინფორმაციას, მათი ანონიმურობა იქნება აბსოლუტურად დაცული. ჩვენ გვაინტერესებს, რა ხდება და სად ხდება. არ გვაინტერესებს ვინ გვაწვდის ინფორმაციას. Eეს ჩვენთვის არის უმნიშვნელო. ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო, რომელიც არის მხარდამჭერი ამ პროექტის ვიძლევით სრულ გარანტიას, რომ ანონიმურობა ყოველთვის იქნება დაცული.
_ რა იგეგმება მომავალში პროექტის გაფართოების მხრივ?
_ ამჯერად, პროექტი უფრო მეტად ორიენტირებულია არჩევნებზე. ყველას ვთხოვთ, თუ არჩევნებთან დაკავშირებით იცის რამე საინტერესო, მოგვწეროს აუცილებლად. შემდეგ როცა არჩევნები დამთავრდება, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას, უკვე გვაინტერესებს თემატური ამბები, მაგალითად, ჯანდაცვის, განათლების სისტემის, ადამიანის უფლებების, საჯარო სამსახურის შესახებ და ა.შ. ჩვენ ვაპირებთ, რომ პროექტი გავაფართოვოთ ორი მიმართულებით. ერთი არის თემატური მიმართულება, რაც შეიძლება მეტი თემა დავფაროთ და მეორე გეოგრაფიულად გაფართოება. ჩვენ ვიცით, რომ მაგთიფიქსი არის ბევრგან სოფლებში და ვეცდებით, რომ მაგთიფიქსის მქონე მოსახლეობას განსაკუთრებული კონფორტი შევუქმნათ, იმ თვალსაზრისით, რომ მესიჯი მაგთიფიქსიდან-მაგთიფიქსზე არის უფასო, ხოლო დარეკვა 2 თეთრი. საქართველოში მეზობლებს შორის ურთიერთობა ყოველთვის არის ისეთი, რომც არ გვქონდეს მაგთიფიქსი ჩემს მეზობელს ვთხოვ, ერთი უფასო მესიჯი გამაგზავნინოს იქ სადაც მგონია, რომ ჩემს პრობლემას ნამდვილად ყურად იღებენ და უყურდადღებოდ არ დატოვებენ. უყრადღებოდ, რომ არ დავტოვებთ ამის გარანტორები ჩვენ ვართ.
პაატა ლაგვილავა