მთავარი გვერდი

29 июн. 2010 г.

,,გაიარე ეს გზა“


მიმდინარე წლის 29 ივნისს, ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია – დეას ოფისში , ასოციაციის ერთ–ერთი პროექტის ,,საქართველოს ეტლების წარმოების ეროვნული ქსელი“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგ–სემინარი, ,,გაიარე ეს გზა“, შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი სახელისუფლებო და სამართალდამცავი სტრუქტურების, შინაგანი ჯარისა და მედიის წარმომადგენლები. სემინარი ეხებოდა თემას, შშმ. პირების უფლების დაცვას და პატივისცემას, ასევე პროექტი ,,გაიარე ეს გზა“ ფარგლებში ნაჩვენები იქნა გიორგი გვიშიანის სიუჟეტი (შშმ. პირების გადაადგილების თავისუფლებაზე) P.S. –დან, რის გარშემოც გაიმართა დისკუსია.
შხვედრის ერთ–ერთი მონაწილის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის ლევან კონჯარიას თქმით – ამ შეხვედრით მათ თვალი აგვიხილეს და ის პრობლემა, რომელიც გადაადგილების მხრივ აქვთ, არის გულთან ახლოს მისატანი.
შეიცვლებოდა თუ არა ამ სემინარის მერე მათ სამუშაო გეგმაში რამე, კონჯარიამ გვიპასუხა – რომ აუცილებლად შეიცვლებოდა. და რომ გავითვალისწინებენ შშმ. პირების პრობლემებს, მიაქცევენ მათ სათანადო ყურადღებას. კონჯარიამ ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, – ეს არის პრეზიდენტის #260 განკარგულება და ჩვენ ამით ვიხელმძღვანელებთ დაგეგმარების მომენტში, გავითვალისწინებთ მისასვლელ ბილიკებს და ამასთან ერთად ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხებათ ინავალიდებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული #260 ბრძანება გულისხმობს – შშმ. პირების უფლების დაცვას და პატივისცემას.
სემინარზე იყვნენ ადამინები, რომლებმაც თავი უხერხულად იგრძნეს იმის გამო, რომ მათ დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებს არ გააჩნდათ შშმ. პირებისთვის შეღწევადობის შესაძლებლობა– პანდუსი და ლიფტი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მანანა გვარამიას თქმით – უხერხულად ვიგრძენი თავი, რომ ზუგდიდის ბიბლიოთეკა არის შშმ. პირებისთვის შეუღწევადი. ვინაიდან მდებარეობს მეორე სართულზე, არ გვაქვს პანდუსი და ლიფტი. ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მეგონა ძალიან ბევრს ვაკეთებდი ამ ადამიანებისთვის, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ვფიქრობდი ბიბლიოთეკის რემონტთან ერთად მოხდებოდა ამ საკითხის გადაჭრაც. მაგრამ ამ შეხვედრის მერე შემიძლია ვთქვა, რომ არ უნდა დაველოდოთ კაპიტალურ რემონტს და ცალკე უნდა გაკეთდეს, რაღაც პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ პრობლემას.
პროექტის ზუგდიდის ჯგუფის კოორდინატორი, ივეტა ჭითაშვილის თქმით – ჩვენ დღევანდელი შეხვედრით შევახსენეთ სახელისუფლებო წარმომადგენლებს, რომ უნდა დაამკვიდრონ თითოეული ადამიანის, შშმ. პირების უფლებების დაცვა და პატივისცემა. იმედი გვაქვს ამას ერთად შევძლებთ და თავის წვლილს შეიტანს ყველა, ვინც აქ დღეს შეხვედაზე იმყოფებოდა.
პროექტი ხორციელდება კოალიცია ,, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პარტნიორებთან საპროთეზო ორთოპედული რეაბილიტაციის ქართულ ფონდთან, გორის ინვალიდ კლუბთან და ასო ციაცია – დეასთან ერთად.

ლორა ქობალია