მთავარი გვერდი

19 июн. 2010 г.

ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა



19 ივნისს ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა (საკრებულოს დარბაზს სარემონტო სამუშაოები უტარდება). ზუგდიდის 41 წევრიან საკრებულოში 34 ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და 7 ოპოზიციონერი დეპუტატი გავიდა. 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტიული სიით გასული დეპუტატების სია შემდეგნაირად გადანაწილდა:
თითო–თითო კანდიდატი გაიყვანეს „ალიანსი სართველოსათვის“(გიორგი ალასანია), „თოფაძე-მრეწველებმა“ (გიორგი შელია), „ეროვნული საბჭომ“ (ვახტანგ (ლოთი) ქობალია), და „ქრისტიან–დემიკრატიულმა მოძრაობამ“ (ბესიკ ფიფია), შესაბამისად პარტიული სიით 6 დეპუტი გაიყვანა საკრებულოში,,ნაციონალურმა მოძრაობამ~ (როლანდ ახალაია, თამაზ ჯანაშია, გოგა ღურწკაია, რევაზ ხაინდრავა, გელა თოლორაია, ვაჟა კიტია).
ზუგდიდის 31 მაჟორიტარიტარული ოლქიდან 28-ში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები გავდნენ (ლევან კონჯარია-ზუგდიდი, კობა ბიგვავა-აბასთუმანი, გელა ლემონჯავა-ანაკლია, გრიგოლ სხულუხია-ახალაბასთუნანი, ლაშა ქობალია -ახალკახათი, პაატა ღუბელაძე-ახალსოფელი, ჯონი საჯაია-განმუხური, გონელი ნაჭყებია-დარჩელი, კახა ქირია-დიდინეძი, კობა ბულია-ერგეტა, ალექსანდრე ბაჩილავა-ინგირი, კახა ჯიქია-კახათი, დალილა ჩიქავა-კოკი, ამირან ლაგვილავა-კორცხელი, ილია თოდუა-ნარაზენი, პაპუნა ჯიჭონაია-ოდიში, ბესიკ გაბუნია-ორსანტია, ალიკო გვაჯაია-ორულუ, მურთაზ ხურცილავა-ოქტომბერი, დილარ თოდუა-რუხი, ტრისტან პაჭკორია-ურთა, გოჩა მესხი-ყულიშკარი, სოსო ღურწკაია-შამგონა ჯემალ თორდია -ჩხორია, დავით სხულუხია-ცაიში, გელა ჩილაჩავა-ჭითაწყარი, ზურაბ ჯინჯოლავა-ჭკადუაში, ავთანდილ ჩარგაზია-ჯიხაშკარი).
საკრებულოში თითო–თითო მაჟორიტარები ეყოლებათ „ქრისტიან–დემოკრატებს“(აბესალომ ჩუხუა _ჭაქვინჯი) „მრეწველებს“(კახა ლაგვილავა-გრიგოლიში) და „თორთლაძე–დემოკრატებს“(გიორგი ჩიქოვანი – რიყე).
ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომა, საკრებულოს უხუცესმა წევრმა თამაზ ჯალაღონიამ გახსნა.
34 ხმით და ნაციონალური უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ ნაციონალების სიის ლიდერი _ ლევან კონჯარია აირჩიეს, ხოლო მოადგილე გიორგი სხულუხია გახდა. საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჩვენთან საუბარში ამბობს: `დღეს იყო ერთსულოვნება, ძალია კმაყოფილი ვარ საკრებულოს პირველი სხდომით, საუბარი გქონდა ოპოზიციასთან, ეს იყო ძალიან თბილი და კეთილი ურთიერთობა.~
ჩვენს კითხვაზე - ხომ არ ყოფილა, თბილისის მსგავსად ოპოზიციისთვის კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატურების შეთავაზება, კონჯარია გვპასუხობს _ მომავალი წინ გვაქვს
_ბატონო ლევან, რა მომავალზეა საუბარი, კომისიის თავმჯდომარეები ხომ უკვე არჩეულები არიან?
_კი კომისიის თავმჯდომარეები არჩეულები არიან, მაგრამ დამატებასთან დაკავშირებით შეიძლება საუბარი.
თუმცა რა დამატებაზე საუბრობდა კონჯარიას არ დაუკონკრეტებია.
საკრებულოს ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის ნაციონალი თავმჯდომარე უკვე არჩეულია. ნაციონალური უმრავლესობით _ საფინანსო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ჯინჯოლავა, სარევიზიო საკითხთა კომიის თავმჯდომარედ გელა თოლორაია, იურიდიულ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელად _ ილია თოდუა, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დავით სხულუხია, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის და სპორტის კომისიას ხელმძღვანელად კი რევაზ ხაინდრავა აირჩიეს.
საკრებულოს პირველ სხდომაზე 30 ხელმოწერით ერთიანი `ნაციონალური მოძრაობის~ ფრაქცია შეიქმნა, მმართველი გუნდის ფრაქციას საკრებულოში კახაბერ ქირია უხელმძღვანელებს.
ვისთან ერთად აპირებს საკრებულოში შესული ოპოზიცია ფრაქციის შექმნას და რა გაერთიანებებს უნდა ველოდოთ, ამაზე კომენტარს ოპოზიციაში ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.
ალიანსის სიის ლიდერი გიორგი ალასანია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: `ხედავთ როგორი ძალთა ბალანსიც არის საკრებულოში, 89%-ით ნაციონალური მოძრაობაა წარმოდგენილი, ფრაქციის შექმნას ჩვენ არავისთან არ ვაპირებთ, მე მზადა ვარ როგორც ჩვეულებრივმა წევრმა ვიმუშავო, თუ ვინმე სურვილს გამოთქვამს ჩვენს გუნდში გადმოსვლასთან დაკავშირებით, რა რქმა უნდა ფრაქცია შეიქმნება. ანუ თუ ვინმე ჩვენს პოლიტიკურ გუნდში გადმოვიდა ამ შემთხვევაში შევქმნით ფრაქციას.~ აცხადებს ირაკლი ალასანიას ბიძაშვილი, გიორგი ალასანია.
ლოთი ქობალია საკრებულოს პირველ სხდომაზე დაბნეულად გამოიყურებოდა და სხვა ოპოზიციონერი კანდიდატების მისთვის გაცნობას ჟურნალისტებს გვთხოვდა. ,,მართალი გითხრათ ვერ გავერკვიე რა ხდება აქ, მაგრამ ალბათ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შევძლებთ ჩამოყალიბებას. ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით არ გვაქვს.~
ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა ნაციონალური მქუხარე ტაშით და ოვაციით დასრულდა.

პაატა ლაგვილავა