მთავარი გვერდი

18 июн. 2010 г.

,,ერთად ჩვენ შევძლებთ“


მიდინარე წლის 18 ივნისს, 11:00 სთ–ზე, ასოციაცია დეა–ს ოფისში, პროექტის ,, ერთად ჩვენ შევძლებთ“ (სრული სახელწოდება –იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიურ დიალოგში და გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართვის გზით). გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მედია საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მათავრობის წარმომადგენლები. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამი პარტნიორებთან – ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია – დეასთან, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ,,ველფეა ფაუნდეიშენთან“ –თან ერთად. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში გაკეთებული საქმიანობა და დაიგეგგმა მომავალი სამუშაო სტრატეგია.
პროექტის კოორდინატორის, ლაშა იაშვილის თქმით – ქსელის მიზანია ინფორმაციის მიწოდება დევნილი მოსახლეობისთვის , მათი მასპინძელი თემებისათვის, ასევე აქტიურ ჩართვა საზოგადოებრივ მოღვაწეობაში და დიალოგის ხელშეწყობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, გადაწყვეტილების მიღებაში აქტიურ მონაწილეობას. დღეს განისაზღვრა პროექტის სტრატეგიული მიმართულებები.
უახლოეს მომავალში შედგება სამოქმედო გეგმა მხარდამჭერთა ქსელის მიერ. შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები, გაიმართა დისკუსია თემაზე დევნილების მდგომარეობის გამოსწორება .ერთ–ერთი მონაწილის, ზუგდიდის საკრებულოს სოციალური კომისიის თავჯდომარის, ლევან მაქაცარიას თქმით –ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე რომ კომუნიკაციის საშუალებას ამყარებს დევნილებთან. აქ ჩართულები არიან არასმთავრობო ორგანიზაციები. უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ მივიღებთ ინფორმაციას ნებისმიერი სახის პრობლემაზე , რომელიც შეეხება დევნილებს. შემდეგ შესაბამის ორგანოებში გაჟღერდება მათი პრობლემები. და თუ ჩვენ, ადგილობრივ დონეზე შეგვეძლება პრობლემის გადაჭრა, დავეხმარებით.