მთავარი გვერდი

17 июн. 2010 г.

ზუგდიდის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა შაბათს გაიმართება


ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შაბათს, 19 ივნისს 12 საათზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით საკრებულოს პირველი სხდომა გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდება, როგორც სკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ საკრებულოს პლენარულ დარბაზში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტიული სიით გასული დეპუტატების სია შემდეგნაირად გადანაწილდა:
თითო–თითო კანდიდატი გაიყვანეს „ალიანსი სართველოსათვის“(10,73%), „მრეწველებმა“ (5,3%), „ეროვნული საბჭომ“ (6,82%), და „ქრისტიან–დემიკრატიულმა მოძრაობამ“ (6,27%), შესაბამისად საკრებულოში 6 დეპუტი გაიყვანა პარტიული სიით ,,ნაციონალურმა მოძრაობამ.“
ზუგდიდის საკრებულოში 31 მაჟორიტარიდან 28 „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება, თითო–თითო მაჟორიტაები „ქრისტიან–დემოკრატებს,“ „მრეწველებს“ და „თორთლაძე–დემოკრატებს“ ეყოლებათ.
ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, საკრებულოს უხუცესი წევრი თამაზ ჯალაღონია გახსნის. წინასწარი ცნობით კი საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან კონჯარიას აირჩევენ.
შეგახენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანია, მას 41 წევრი ჰყავს.