მთავარი გვერდი

10 сент. 2010 г.

ზუგდიდში ,, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრადტების” რაიონული ბიურო დაფუძნდა




















დღეს ზუგდიდში, შ. დადიანის სახოლეობის დრამატულ თეატრში, პარტია ,, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრადტების” რაიონული ორგანიზაციის დაფუძნების ყრილობა გაიმართა. ყრილობას ესწრებოდა 435 მხარდამჭერი. რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა გიორგი ალასანია. გამგეობის შემადგენლობაში შევიდნენ: რევაზი მელია, ნუგზარი სალია, გიორგი ალასანია, მამუკა ჭურღულია, გურგენი სართანია. პარტიის ხელმძღვანელი ზუგდიდიში, გიორგი ალასანიას, თქმით პირველი რეგიონი, სადაც ფუძნდება პოლიტიკური გაერთიანება ~თავისუფალი დემოკრატები” არის ზუგდიდი. მათი თქმით პარტიის მთავარი მიმართულება იქნება ხალხთან მუშაობა და აქტიური მონაწილეობის მიღება პრობლემების გადაჭრაში.
ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას მათი სამუშაო გეგმა გააცნო. მისი თქმით – ‘’ მთავარი ამოცანა არის დღეს ჩვენს მხარდამჭერებს, პარტიის წევრებს აუხსნათ ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები, რითაც ვიქნებით დაკავებული უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ხალხთან ურთიერთობა, რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერების მოპოვება, საზოგადოებისთვის ახსნა იმისა თუ როგორ უნდა შევცვალოთ სოფლის მეურნებობა, როგორ შევცვალოს სოციალური პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. უმუშევრობა როგორ უნდა დავძლიოთ. რათქმაუნდა გვექნება საუბარი ჩვენი პარტიული სტრუქტურის კომიტეტის ეფექტურ მუშაობაზე ჩვენ ვაპირებთ საპარლამენტო არჩევნებში მოვიდეთ უმრავლესობით ხელისუფლებაში და გავატაროთ რეფორმები.” ასევე ისაუბრა ხელისუფლების დემოკრატუილი-არჩევნების გზით შეცვლაზე. აქვე ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების აუცილებლობას ქვეყანაში. და რომ მედია არ უნდა იყოს შეზღუდული გააშუქოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლა.
ყრილობაზე მოსული ადამიანები პარტიის რეგიონალური ბიუროს დაფუძნებას, დადებითად აფასებენ. ლუარა ესართიას თქმით - აუცილებელია ზუგდიდში იყოს ისეთი პოლიტიკური პარტია, როგორიცაა ,,თავისუფალი დემოკრატები.” უნდა იყოს განსხვავებული აზრის მქონე ორგანიზაცია, აზრის გამოთქმის საშუალება ყველას უნდა მიეცეს.