მთავარი გვერდი

26 окт. 2010 г.

„ქართული პარტიის“ საინიციატივო ჯგუფი ზუგდიდში დაფუძნდა





















„ქართული პარტიის“ საინიციატივო ჯგუფი, დღეს, ზუგდიდში, 15 საათზე პარტიის ლიდერებმა სოზარ სუბარმა და კოკა გუნცაძემ დაფუძვნეს. „ქართული პარტიის“ სამეგრელოს წარმომადგენლობას, კახა მიქაია უხელმძღვანელებს. მიქაია აქამდე „დაიცავი საქართველოს“ რეგიონალურ ოფისს ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის შემდეგ სოზარ სუბარმა მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ – „ზუგდიდში არიან ადამიანები რომლებიც არ შეუშინდნენ ამ რეჟმს, სადაც ადამიანების დაშინებამ და ტერორმა მიაღწია პიკს. კახა მიქაია კი ამ დროს თავის მეგობრებთან ერთად ებრძოდა ამ რეჟიმს. იქ დავამარცხებთ მიხეილ სააკაშვილს, სადაც მან ყველაზე მეტად შეძლო ხალხის დაშინება.“
„ჩვენ ვართ ოპოზიცია რომელიც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა და გაუშვას სააკაშვილის რეჟმი, აიღოს ხელისუფლება ხელში და იზრუნოს ქვეყნის მომავალზე“– განაცხადა კახა მიქაიამ მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ „ქართული პარტიის“ პოლიტიკური გუნდის წარდგენა საზოგადოებისთვის 12 ოქტომბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა. როგორც ცნობილია ახლაშექმნილი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 24 ნოემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაში გაიმართება. ხოლო პარტიის პირველი რეგიონალური ოფისი სამეგრელოში გაიხსნება.