მთავარი გვერდი

22 окт. 2010 г.

ზუგდიდის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებს ინფორმაციის თავისუფლების თემაზე ტრეინინგები ჩაუტარდებათ


1–5 ნოემბერს ზუგდიდის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს ტრეინინგები ინფორმაციის თავისუფლებისა და ბიუჯეტის ფორმირების საკითხზე ჩაუტარდებათ. ამის შესახებ დღეს სამართლიანი არჩევნების ზუგდიდის ოფისში განაცხადეს. პროექტი რომელიც მიზნად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაზრდას ითვალისწინებს, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები" ახორციელებენ.
პროექტი საქართველოს 62 მუნიციპალიტეტს მოიცავს და 2011 წლის მარტში დასრულდება. საჯარო პირების დატრეინინგებამდე ქვეყნის მასშტაბით ფოკუს ჯგუფები შეიქმნა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები შესწავლა.
პრესკონფერენციაზე საკრებულოების სხდომების ჩატარების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების ვადების დარღვევაზე და ინფორმაციის საჯაროებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
"სამეგრელოს რეგიონში მონიტორინგის დროს, ძირითადი პრობლემა რაც ადგილობრივებს ჰქონდათ ეს იყო ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებით, ანუ როდესაც მოქალაქეებს წერილები შეჰქონდათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაცია გაიცემოდა ვადების დარღვევით და უმეტეს შემთხვევაში ათდღიან ვადას ითხოვდნენ ან ერთთვიანს, ამავე დროს არის მუნიციპალიტეტები სადაც პასუხები ჯერაც არ არის გაცემული," – განაცხადა ჩვენთან საუბარში სამართლიანი არჩევნების რეგიონული ოფისის კოორდინატორმა ირინა გაბუნიამ.