მთავარი გვერდი

23 дек. 2010 г.

საჯაროობის პრობლემა სამეგრელოში


დღეს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ზუგდიდში ერთობლივი პრეს–კონფერენციას გამართეს. სადაც საჯარო ინორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს და მათ მიერ ოქტომბერ-ნოემბერში სამეგრელოს შვიდივე მუნიციპალიტეტში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინეს. მონიტორინგი ძირითადად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და საკრებულოს სხდომების საჯაროობაზე ჩატარდა.
ოქტომბრის თვეში ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს აბაშისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, ხოლო საერთოდ არ მიუწოდებიათ ზუგდიდისა და სენაკისი მუნიციპალიტეტების გამგეობებს. ზუგდიდში ინფორმაციის არ მიწოდოების მიზეზად შეტანილი განცხადებების "ჯერ-ჯერობით განუხილაობა," დასახელდა, ხოლო ჩხოროწყუში მიზეზად უფლებამოსილი პირის თანამდებობიდან წასვლა სახელდება.
ნოემბერში საჯარო ინფორმაცია ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაგვიანებით მიაწოდა აბაშის გამგეობამ, ხოლო საერთოდ არ მოუწოდებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს - მარტვილი, სენაკი და ხობი, აღნიშნული მუნიციპალიტეტების გამგეობებმა, დროულად მიაწოდეს საჯარო ინფორმაცია, თუმცა როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ხშირ შემთხვევაში ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი.
როგორც პრეს–კონფერენციაზე გახმაურდა, ოქტომბრის თვეში საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია აბაშისა და ზუგდიდის საკრებულოებმა არ გაავრცელეს. ზუგდიდში „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს სხდომის გამართვის შესახებ საკრებულოს სხდომის დაწყებიდან მხოლოდ რამოდენიმე საათით ადრე აცნობეს.
ნოემბერში საკრებულოს სხდომებს ორგანიზაციების წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ ზუგდიდის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. ორგანიზაციამ ამის მიზეზად ორი ფაქტორი დაასახელა პირველი: საკრებულომ წინასწარ არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გამართვასთან დაკავშირებით (მარტვილი, ზუგდიდი) და მეორე: მიუხედავად ორგანიზაციის წარმომადგენლების და აქტიური მოქალაქეების თხოვნისა საკრებულომ არ უზრუნველყო მათ იფნორმირება სატელეფონო ზარის მეშვეობით (აბაშა).
„სამართლიანი არჩევნები“ და „საია“ კვლავაც აპირებს განაგრძობს მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების მონიტორინგი.