მთავარი გვერდი

27 дек. 2010 г.

ზუგდიდის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა

დღეს, ზუგდიდის საკრებულოში ახალი ფრაქცია „მრეწველები–ჩვენ თვითონ“ შეიქმნა. ფრაქციას „ჩვენ თვითონის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, ყოფილი „რესპუბლიკელი“ ბესიკ ფიფია უხელმძღვანელებს. ახლადშექმნილი ოპოზიციური ფრაქცია 3 წევრისგან შედგება, მისი მეორე წევრი აბესალომ ჩუხუაც „ჩვენ თვითონის“ წარმომადგენელია, ის არჩევნებში ქრისტიან დემოკრატების სიით იღებდა მონაწილეობას. ფრაქციის მესამე წევრი, „მრეწველი“ კახა ლაგვილავა კი გრიგოლიშის მაჟორიტარია.
ფრაქცია „მრეწველები–ჩვენ თვითონ“–ის დამფუძნებელი სხდომა 22 დეკემბერ გაიმართა და ფრაქციამ იმავე დღეს მიიღო წესდება. რის შემდეგაც ფრაქციის წევრებმა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მიმართეს. 27 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე კი საკრებულოს წევრების უმრავლესობამ ახალი ფრაქციის შექმნა დადებითად მიიღო.
„ჩვენი ფრაქცია იქნება ყველა კარგი საქმის გამკეთებელი, ყველა კარგი საქმის გვერდში დადგება და ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ გააკეთებს ყველაფერს რაც გასაკეთებელი იქნება,“ _ განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარე ბესიკ ფიფიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოში აქამდე ერთი, ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია არსებობდა, რომელსაც კახა ქირია ხელმძღვანელობს, ქირიას ფრაქციაში 29 საკრებულოს წევრია გაერთიანებული.