მთავარი გვერდი

27 дек. 2010 г.

"პრეზიდენტი ხშირად გადის ამ ბაღთან და სარემონტოა"



















27 დეკემბერს, ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა, გამგეობის ადმინისტრაციული და ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში ცვლილებები შეიტანეს. ცვლილება 2010 წლის ბიუჯეტშიც შევიდა, რის მიხედვითაც განმუხურის ზღვისპირა ზოლის განვითარებისთვის დამატებით 37 ათასი ლარი გადაირიცხა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა გდაწყვეტილება მიიღეს, რომ გამგეობის, საკრებულოს, სამხედრო აღრიცხვა-გაწვევის და სახანძრო სამაშველო სამსახურის ცალკეულ ხელმძღვანელებს საშობაოდ ფულადი დახმარება გადაეცემათ.
სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ მე-10 საბავშო ბაღს, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება. აღინიშნა, რომ - "ის ისტორიული ბაღია და გარდა ამისა ანაკლიაში ვიზიტის დროს პრეზიდენტი ხშირად გადის ამ ბაღთან და აუცილებლად სარემონტოა."
საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება ზუგდიდის ორი ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებაც მიიღეს. იმედი გოროზიას ქუჩა ორად გაიყო, ამიერიდან პირველიდან 50-ე ნომრამდე ქუჩას, ძველი - ჩიტაძის სახელი დაუბრუნდება. 50-ის შემდეგ ნუმერაციას კი კვლავ იმედი გოროზიას სახელი დარჩება. სახელი შეეცვალა ასევე რევოლუციონერ სვერლოვის ქუჩას, მას კათოლიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაია სახელი ეწოდა.
საკრებულოს სხდომაზე ასევე ტაქსების დგომის ახალი ადგილები განისაზღვრა და გადაწყდა, რომ შუქნიშნები ქალაქის 5 მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე დაიდგმება, კერძოდ ეს ადგილებია: რუსთაველი-კოსტავას (ბიბლიოთეკასთან), გამსახურდია-კიკალიშვილის (კლინიკა ,,გული”), აღმაშენებელი-ხუბულავა-ბარამიას (ჭითაწყარი, საპატრულოსთან), რუსთაველი-მეუნარგიას ქუჩების გადაკვეთან (ბისტროსთან) და ნიკოლაძის ქუჩაზე სოფ.ტექნიკის გასასავლელთან. როგორც საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა 2011 წელს ადგილობრივი მთავრობა 5 ახალი შუქნიშანის დადგმას გეგმავს.
პაატა ლაგვილავა