მთავარი გვერდი

9 мар. 2011 г.

„ქდმ“ პენსიების ზრდას მიესალმება

ზუგდიდელი ქრისტიან-დემოკრატები პრეზიდენტის ახალ ინიციატივას, პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ეხმაურებიან. დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქრისტიან-დემოკრატების“ ზუგდიდელმა ლიდერმა კახაბერ სარიამ განაცხადა, რომ „ქდმ-ს მოთხოვნა საქართველოს მასშტაბით პენსიების გათანაბრებასთან დაკავშირებით მიღწეულია.“ შეგახსენებთ, რომ ქრისტიან-დემოკრატები თბილისსა და რეგიონებში პენსიების გათანაბრების მოთხოვნით და მოსახლეობის დაყოფის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. კახაბერ სარიას თქმით 100 ლარიანი პენსია საარსებო მინიმუმს არ აკმაყოფილებს, მაგრამ ზრდის ფაქტს მიესალმებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ ეს დინამიკა შეუქცევადი გახდეს. ადგილობრივი ქრისტიან დემოკრატების თქმით ხელისუფლებამ პენსიების ზრდა სხვა სოციალური დახმარებების ხრჯზე არ უნდა მოახდინოს.