მთავარი გვერდი

16 мар. 2011 г.

ჩვენ "შეღავათებს კი არა თანაბარ პირობებს ვითხოვთ"


მიმდინარე წლის 16 მაისს, „ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია“ –დეა–ში გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შეღწევადობის ხარისხის დადგენა და ამ მიმართულებით გასატარებელი სამუშაოების განსაზღვრა.
მრგვალი მაგიდის გარშმო ისაუბრეს იმ ფაქტზე, რომ ძველ შენობებში ლიპტის დამონდაჟება დაახლოებით 60 000 ლარი ჯდება და ეს ძალიან ძვირია. არქიტექტურის სამსახურმა ასევე წამოჭრა საკითხი, რომ უნდა არსებობდეს მარეგულირებელი კანონი, რომელიც პირდაპირ მოითხოვს ასასვლელი ბილიკის და ლიფტის სტანდარტის დაცვას არქიტექტურულ გეგმაში. და რომ ერთობლივად იმუშავებენ გამგეობა, არქიტექტურის სამსახური და არავის მოუწერენ ხელს ამ სტანდარტების დაცვის გარეშე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დარეჯან გაბედავას თქმით –ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრები, ასევე მნიშვნელოვანია ის პრობლემა, რომელიც ექმნებათ შშმ. პირებს საზოგადოების ყურამდე მივიდეს. ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე,შშმ. პირებს ადრე უფრო სხვანაირად უდგებოდნენ. მათ სპეციალურ დაწესებულებაში აბარებდნენ და ისინი არ და ვერ ეწეოდნენ თავისუფალ–დამოუკიდებელ ცხოვრებას. დღეს უკვე ეს შეხედულება მთელს ქვეყანაზე შეიცვალა. საჭიროა მოეწყოს ქუჩა, უზრუნველვყოთ ეს ადამიანები ასასვლელი ბილიკებით ასევე იყოს პირობები, თანაბარ შესაძლებლობებით ისარგებლონ სახელწიფო დაწესებულებაში იქნება ეს თუ ჯანდაცვაში ასევე კინოსა თუ თეატრში. ადგილობრივი მთავრობა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს ეს პრობლემა მოაგვაროს.
პროექტის კოორდინატორის, ივეტა წითაშვილის თქმით – ზოგიერთ დაწესებულებაში გარეგნულად თითქოს მოგვარებულია ეს პრობლემა. მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სტანდარტები არ არის დაცული და აქვე არა მარტო პირველ სართულზე უნდა იყოს შეღწევადობა მოწესრიგებული, არამედ ყველაგნ მეორე – მესამე სართულებზე უნდა შეგვესვლებოდეს. ჩვენი დღევადელი შეხვერა ზუსტად ამ საკითხ ეხებოდა. აქ უკვე არის მზაობა იმისა, რომ ვითარება გამოსწორდეს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შეღავათებს კი არა თანაბარ პირობებს ვითხოვთ.