
ბათუმში ერთადერთ დამოუკიდებელ ტელეკომპანია 25-ე არხს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 9 ოქტომბერს 277 247 ლარის გადახდა დააკისრა. აჭარის შემოსავლების სამსახური ტელეკომპანიას ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაგროვილი გადასახადის გადახდას სთხოვს. მაშინ ტელეკომპანიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან დაახლოებული პირი მართავდა. ტელეკომპანია საგადასახადო სამსახურის მიერ მიღებული აქტის ბათილად ცნობას სამივე ინსტანციის სასამართლოში რამოდენიმე წელია ცდილობს. 2008 წლის აპრილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყელევიზიის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საგადასახადო შემოწმების აქთი ბათილად ცნო. საგადასახადო სამსახურს კი ახალი აქტის გამოცემა დაავალა. თუმცა საგადასახადო სამსახურმა სასამართლოს განაჩენი არ შეასრულა და საქმე კვლავ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა. ამის შემდეგ `ტელეარხ 25~-ის ხელმძღვანელობამ დახმარებისთვის დიპლომატიურ კორპუსსა და სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არხის ხელმძღვანელობა თავისუპალი სიტყვის კვდომად მიიჩნევს, ოპოზიციის ნაწილი კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად.
საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში კანონი უფლებას ანიჭებს სახელმწიფო ტელეკომპანიის ქონება აუქციონზე გაიტანოს.
ტელეარხ 25-ის თანამფლობელის მერაბ მერკვილაძის განცხადებით ტელევიზიამ აღნიშნული დავალიანება მაშინ დააგროვა, როდესაც ტელევიზიას აჭარის მაშინდელი ლიდერი ასლან აბაშიძე აკონტროლებდა. მერკვილაძის თქმით, მან არხზე მფლობელობა მხოლოდ 2004 წელს აბაშიძის მმართველობის დასრულების შემდეგ აღიდგინა. ტელეკომპანიის მფლობელები იმ მოტივით აპროტესტებენ გადასახადებს, რომ ის მაშინ დაგროვდა, როდესაც არხს ისინი არ მართავდნენ.
რადიო `თავისუფლებას~ აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელდერ ვარშალომიძემ განუცხადა, რომ _ `ტელეარხი 25 ჩვეულებრივი გადამხდელია და თუ ის არ გადაიხდის დავალიანებას, ის აუქციონზე გაიყიდება.~
ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ოპოზიციის გააქტიურება გამოიწვია, რესპუბლიკელების აჭარის რეგიონალური ოფისის ხელძღვანელი მურმან დუმბაძე ცივილ.გე-სთან საუბარში აღნიშნავს - `მიმაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა, ხელისუფლებას სურს მოახლოებული არჩევნების შიშით რეგიონში ერთადერთი თავისუფალი დამოუკიდებელი ტელეარხის დახურვა, ტელეარხისა, რომლის ეთერით თანაბრად სარგებლობენ როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები.~
`თავისუფლება სიტყვას,,~ `მხარს ვუჭერთ ტელეარხ-25-ს~ _ ამშინაარსის ლოზუნგებით 21 ოქტომბერს პარლამენტის წინ რეგიონალური მედიასაშუალების ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ისინი ბელეკომპანიას სოლიდარობას უცხადებდნენ და მოითხოვდნენ, რომ არხს სეუფერხებლად, პრობლემების გარეშე ემუშავა. რეგიონალური მეედიის წარმომადგენლებთან ერთად ტელეკომპანია `მაესტროს~ და `კავკასიის~ ხელმძღვანელებიც მომხდარს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად და პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.
ცნობისათვის, `ტელეარხ 25~-სა და ბათუმის საგადასახადო სამსახურს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც არხის კანონიემა მფლობელმა 2004 წელს ტელევიზია დაიბრუნა და დავალიანების ანულირებისთვის საგადასახადო სამსახურს მიმართა. სახელმწიფო უწყებამ კი ტანხის გადახდა ამჟამინდელ მფლობელს დააკისრა. ტელეკომპანია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებსა და სტასბურგის სასამართლოში გეგმავს.
29 პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და მედია საშუალებების ნაწილმა ხელი მოაცერეს მემორანდუმს სახელწოდებით `გადავარჩინოთ დამოუკიდებელი ტელეკომპანია~ მემორანდუმის შინაარსი ტელეარხ 25-ის პრობლემების საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და დიპლომატიური კორპუსისთვის ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.
21 ოქტომბერს პარლამენტის ანტიკრიზისულ საბჭოზე ტვ 25-ის დავალიანების რესტრუფტურიზაციაზე იმსჯელეს, როგორც ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ღვალაძემ განუცხადა _ `ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა ვალის რესტრუქტურიზაციაა. საქმე საგადასახადო დავას ეხება ჩვენ მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, აღნიშნულმა კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს ვალის რესტრუქტურიზაციის თხოვნით მიმართოს. ასეთ სEმთხვევაში ტვ 25-ის ვალი გადაიწერება რამდენიმე წელზე და ტელეკომპანია ვალის გადახდასაც შეძლებს და მაუწყებლობასაც~ _ აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი ღვალაძე.
`ტელეარხი 25~ 1993 წლის 15 ივნისს საყოფაცხოვრებო ვიდეოტექნიკით გავიდა ეთერში. ის ამაჟად ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურშუი, ოზურგეთსი, სარფსა და ფოთში მაუწყებლობს. ტელეკომპანიას ასლანტ აბაშიძის მმართველობის პერიოდში არაეღთ პრობლემა ქონდა, რის შემდეგაც 1996 წელს ტელეკომპანიის აქციატა საკონტროლო პაკეტი აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის მფლობელობაში გადავიდა და კანონიერ მფლობელს მხოლოდ `აჭარის რევოლუციის~ შემდეგ დაუბრუნდა. 2006 წელის ზაფხულში ტელევიზიას ახალი პრობლემები შეექმნა, 25-ე არხის ეთერი ბათუმში მოქმედ ყველა საკაბელო ქსელში გამოირთო. შემდეგ კი არხი სასტუმრო მედადან გამოასახლეს სადაც მათ ოფისი ქონდათ. `ტელეარხი 25~ 2007 წლის 7 ნოემბერს, `იმედთან~ და `კავკასიასთან~ ერთად ეთერიდან გათიშეს. 17 ნოემბრამდე არხში პოლიციელები მორიგეობდნენ და ამის შემდეგ მოხერხდა მისი ეთერის აღდგენა. ტელევიზიას აქვს საინფორმაციო გამოშვება და ყოველდღიური თოქ-შოუ `დიალოგი~ სადაც დღის მნიშვნელოვანი მოვლენები განიხილება, მაგრამ ხშირად გადაცემაში ხელისუფლების წარმომადგენლები არ დადიან.
P.შ. გაზეთი `სამეგრელოს ქრონიკა~ თანადგომას უცხადებს `ტელეარხ 25-ს,~ ვიმედოვნებთ, რომ ტელეკომპანია გააგრძელებს მაუწყებლობას და ხელი არ შეეშლება თავისუფალ მედიასაშუალებას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
პაატა ლაგვილავა