მთავარი გვერდი

18 нояб. 2009 г.

გაზი ზუგდიდში



18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდს ეწვია. პრეზიდენტმა ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე გაზის შეყვანის სამუშაოების დასრულება აღნიშნა და ბულიების ოჯახში გაზქურა იმის მანიშნებლად აანთო, რომ ზუგდიდში ბუნებრივი აირი შემოიყვანეს. ზემოთაღნიშნული დასახლებული პუნქტის გაზიფიკაციის შედეგად, ზუგდიდში პოტენციურ აბონენტთა რიცხვი 1100 შეადგენს, ხოლო `სოკარ ჯორჯიას~ პროექტით სამ წელიწადში რეგიონში 150 000 ახალი აბონენტი იქნება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და `სოკარ ჯორჯიას~ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაზიფიკაციას ახორციელებს.
პრეზიდენტმა ბულიების სამზარეულოში ადგილი გაზქურასა და საგულდაგულოდ დადგმულ შეშის ღუმელს შორის დაიკავა. პრეზიდენტმა გუბერნატორთან ერთად იანგარიშა თუ რა უჯდებოდა ოჯახს ზამთარში შეშით გათბობა და რა დაუჯდება ამიერიდან. გოროზია ხარჯთაღრიცხვას ზედმეტად გადაყვა, სააკაშვილმა კი გუბერნატორი შეაჩერა და უთხრა _ გარდა იმისა, რომ ხალხი ფულს დაზოგავს, ეს ცხოვრების სულ სხვა დონეაო.
პრეზიდენტმა სააკაშვილა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ანაკლიის გაზიფიკაცია დაიწყება, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას.
ზუგდიდში გაზი 90-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო ომის პერიოდში გაითიშა და აქამდე ქალაქს ბუნებრივი აირი არ ჰქონდა. ამიერიდან კი ზუგდიდი აზერბაიჯანული წარმოშობის ბუნებრივი აირით მომარაგდება.
პრეზიდენტთან ერთად გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებას, ენერგეტიკის მინისტრი _ ალექსანდრე ხეთაგური, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი _ ზაზა გოროზია და `სოკარ ენერჯი ჯირჯიას~ გენერალური დირექტორი _ მაირ მამედოვი დესწრნენ.

პაატა ლაგვილავა