მთავარი გვერდი

21 нояб. 2009 г.

,,ქარიშხალაში” პარაოლიმპიურმა კომიტეტმა მინი-ფეხბურთის ტურნირი გამართა


სპორტკომპლექსმა ,,ქარიშხალამ” საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ფიზიკური შეზღუდვის მქონე სპორტსმენთა შორის საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირში 4 რეგიონის 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ორგანიზარტორთა მიზანია ფეხბურთში პარაოლიმპიური ნაკრებისთვის სპორტსმენების შერჩევა. საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი 2012 წელს ფებურთში საქართველოს ნაკრების წარდგენასაც გეგმავს.
გიორგი წასიძე (პარაოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი): ,,პარაოლიმპიურმა კომიტეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებისათვის არაერთი ტურნირი გამართა. ამჯერად მინი-ფეხბურთის ტურნირი გავმართეთ, მონაწილეებისათვის ფორმები შევიძინეთ. გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები გადავეცით. ვფიქრობ, მთლიანობაში საინტერესო ღონისძიება გამოგვივიდა. ჩვენი მიზანია შევარჩიოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენები, რომლებისგანაც შემდეგში საქართველოს ნაკრები მინი-ფეხბურთში დაკომპლექტდება. ეს ნაკრები 2012 წელს ლონდონის პარაოლიმპირი თამაშებისთვის მოემზადება.”

ივეტა წითაშვილი