მთავარი გვერდი

11 янв. 2010 г.

მაკკეინის ერთდღიანი ვიზიტი საქართველოში


სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს წუხელ 23 საათზე ეწვია. ის ბათუმის საერთაშიროსო აეროპორტში ჩამოფრინდა. დღეს 08:30 წუთზე ბათუმში სასტუმრო ,,ინტურისტში” ის ოპოზიციის წარმომადგენლებს, დავით უსუფაშვილი, გიორგი თარგამაძეს და ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მოწვევის მიუხედავად არ გამოჩენილა ნინო ბურჯანაძე. 11 იანვარს 9:30 წუთზე სასტუმრო `შერატონში” სენატორი მაკკეინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, სადაც პრეზიდენტმა აშშ-ს სენატორი ეროვნული გმირის ორდერით დააჯილდოვა. 14:00 საათზე მაკკეინი ზუგდიდს ეწვია და ევროკავშირის ოფისში მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორ ჰაბერს შეხვდა, ხოლო ამის შემდეგ პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციაში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. სენატორი მაკკეინი საქართველოს დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისდან დატოვებს. სენატორ მაკკეინთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სენატორები ჯონ ბარსო და ჯონ თუნი იმყოფებოდნენ.
მაკკეინი მკვეთრი ანტირუსული პოლიტიკით გამოირჩევა, მან აგვისტოს ომის დროს დაგმო რუსეთის ხელისუფლების ქმედება და რუსეთის ფედერაციის დიდი რვიანიდან გარიცხვის საკითხი დააყენა. მაკკეინის გამარჯვების შემთხვევაში ექსპერტები ამერიკა-რუსეთს შორის ომს პროგნოზირებდნენ.
ჯონ მაკკეინი 1958-1981 წლებში ამერიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ის სამხედრო-სადაზვრვო პილოტი გახლდა და თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ 1967 წელს ვიეტნამში ტყვედ ჩავარდა. პოლიტიკური კარიერა მან 1982 წელს დაიწყო ჯერ კონგრესმენი ხოლო 1986 წელს კი სენატორი გახდა. ის 2008 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას წინააღმდეგ იბრძოდა. მაკკეინი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი იყო და მისი საარჩევნო კამპანიის ძირითადი სლოგანი `ქვეყანა უპირველესყოვლისა იყო.”

პაატა ლაგვილავა