მთავარი გვერდი

17 янв. 2010 г.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა საჯარო ინფორმაციას მოთხოვნიდან ერთი თვის თავზეც არ იძლევა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის გაცემის 10 დღიან ვადას გაურკვეველი ვადით გადააცდინა. გაზეთ ,,სამეგრელოს ქრონიკის” მიერ 2009 წლის 7 დეკემბერს მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე, სკოლამდელი აღსაზრდელი დაწესესებულებების აღდგენა რესტავრაციისთის თუ რაოდენობის თანხა იქნა გადარიცხული. სულ რამდენი ბაღი გარემონტდა და რამდენი დარჩა გასარემონტებელი. მაქსიმალური ვადა 2009 წლის 21 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა დღემდე მოთხოვნილი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამოგეობისგან პასუხგაუცემელი რჩება. თუ რატომ ამბობს გამგეობა უარს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღრული უფლება-მოსილების შესრულებაზე, გამგეობაში გვიხსნიან, რომ პასუხი მზად არის, მაგრამ გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას ხელმოწერა აკლია.

ლორა ქობალია