გაერთიანებული ოპოზიციის პროტესტის ერთ-ერთი ფორმა `თბილისი კარვების ქალაქი,~დედაქალაქის ცენტრიდან პირდაპირ ზუგდიდის ცენტრში, ბულუარის შუაგულში გადმოინაცვლა. ქალაქის შუაგულში ექვსი თვე, ხუთი საკანი იდგა და 12 პირობითი პატიმარი, მომღერალი შადრევნის სიმღერაზე `მიშა მაგარიას~ ფონზე, მიშას წინააღმდეგ, პროტესს გამოხატავდნენ. საზოგადოების ერთი ნაწილი კი ამ პროტესტს ასე ხსნიდა. ,, დემოკრატიის პირობებში აზრის გამოხატვის ნებისმიერი მეთოდი გამართლებულია.~ მეორე ნაწილი ფიქრობდა, რომ `აქ ყველა უსაქმური ზის და ამ ფორმით, რაღაცის შეცვლა შეუძლებელია. ჯდომა კი არა მოქმედებაა საჭიროო.~ მესამე ნაწილი კი ფიქრობდა `ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მათი აზრით ამ ხელისუფლებისთვის დრო კიდევ უნდა მიეცათ.~ 2009 წლის 19 ოქტომბერს `დაიცავი საქართველოს~ ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, ზუგდიდში, ზ. გამსახურდიას ძეგლთან გაშლილ საკნებს ესტუმრა და პარტიის ახალი სამოქმედო გეგმა გააცნო პირობით პატიმრებს და საზოგადოების ნაწილს, რომელიც მასთან შესახვედრად იყო მოსული. შეხვედრაზე მოსული ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ, თავიანთ პრობლემებს, დაუფარავად და ხმამაღლა საუბრობდნენ. ერთერთი შუახნის ქალბატონი, რომელიც ჩემს გვერდით იდგა მეუბნებოდა, რომ ` არც, გაჩეჩილაძის იმედი მაქვს და არც სააკაშვილის, ესენი სულ ყველა ერთნაირები არიან. მთავრობაში მოსვლა ყველას უნდა, მაგრამ მოსვლის მერე ხალხის დახმარება არავის სურს.~ შეხვედრაზე მოსვლის მიზეზი, რომ ვკითხე მითხრა, `უხერხული~ იქნებოდა, რომ არ მოვსულიყავი. უხერხულად ვისთან გამოუვიდოდა არ უთქვამს. გაჩეჩილაძის თქმით ზუგდიდიში უპრეცედენტო თავდადებას და უდიდეს ვაჟკაცობას, ქონდა ამ 6 თვის განმავლობაში ადგილი. გაჩეჩილაძემ ხალხთან შეხვედრის ეს შესაძლებლობა გამოიყენა და ხაზი გაუსვა მის წინა ჩამოსვლაზე, ზუგდიდიში წინასაპარლამენტოდ ჩატარებულ აქციაზე სადაც, ზუგდიდელებს ვაჟკაცობა დაუწუნა. ` მე ვთქვი, რომ ვაჟკაცობა დაიწყო სამეგრელოში, ჩემს ბავშვობაში და ეხლა სად არისთქო ეს ვაჟკაცობა.~ აქვე გაჩეჩილაძემ დაამატა, რომ `მას მერე ყოველდღე კახა მიქაია ერთერთი ლიდერი ზუგდიდში პარტია `დაიცავი საქართველოსი.~თავის მეგობრებთან ერთად აჩვენებდა ყოველ თქვენთაგანის უდიდეს ვაჟკაცობას. მათ დაამტკიცეს, რომ ზუგდიდი და სამეგრელო არის ადგილი, საიდანაც ნამდვილად დაიწყება ახალი რეჟიმის დემონტაჟი და მე ჩამოვედი იმისთვის, რომ ამ გმირ ხალხს ვუთხრა უდიდესი მადლობა.~ გაჩეჩილაძის ვიზიტს ზუგდიდში, ხელოვნური საკნების აღება მოჰყვა. ოპოზიციური პარტია `დაიცავი საქართველო~ ახალ ეტაპს იწყებს. რაშიც იგულისხმება, რომ პარტიის აქტივისტები ივლიან მთელს საქართველოში, დაბასა თუ რაიონში, კარდაკარ, `დაიცავი საქართველოს~ აქტივისტების რეგისტრაციის ჩასატარებლად. გაჩეჩილაძემ ასევე შეუქო 12 პირობით პატიმარს გმირობა. ` ეხლა ეს ვაჟკაცობა არის გამოსაჩენი მოძრაობაში. იმიტომ, რომ სამეგრელო არის ფეხზე დასაყენებელი. იმიტომ, რომ საქართველო არის საბოლოო ჯამში დასაცავი და გადასარჩენი. მითუმეტეს ტალიავინის დასკვნის შემდეგ.~ გაჩეჩილაძის თქმით ყველაზე დიდი ძალა არის სამეგრელოში. ამ ბიჭებს ბევრი წინააღმდეგობა ქონდათ, მაგრამ მაინც ძლიერად იდგნენ. `ჩემო ხალხო და ძვირფასო მეგრელებო, ერთ რაღაცაში დავრწმუნდი. თუ არ იქნება აქ ის აქტიურობა, რასაც ქვია ხელისუფლების შეცვლახელისუფლება საქართველოში ვერ შეიცვლება.~ ხალხთან ოფიციალური მიმართვა `დაიცავი საქართველოს~ ლიდერმა ამ სიტვებით დაასრულა. `12 პირობითი პატიმარი უნდა გადაიქცეს 12 000 აქტივისტად.~ გაჩეჩილაძის მიმართვის მერე ტრიბუნა კახა მიქაიამ `დაიცავი საქართველოს~ ერთერთმა ზუგდიდელმა ლიდერმა დაიკავა. მიქაიამ დამსწრე საზოგადოებას აუხსნა საკნების აქციის მთავარი ინიციატორი და ხელმძღვანელი, რომ ლევან გაჩეჩილაძე იყო. მიქაიას თქმით კარვების აქციამ ზუგდიდში თავისი როლი შეასრულა. და რომ თავიდან მასთან მეგობარს და ნათესავს მისვლის ეშინოდა, და დღეს, რომ ბედნიერია მის გვერდით საკანში 11 პირობითი პატიმარი იყო. მისი თქმით ეს იმას ნიშნავს, რომ სამეგრელოსი და მეგრელების გატეხვა არის შეუძლებელი. და რომ მცირე უმცირესობაში ყოფნითაც გაიმარჯვებენ, თუ იდეისთვის და ღირსებისთვის იბრძოლებენ. ` მე ვფიქრობ, რომ მოძრაობა, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ სამეგრელოში, საბოლოოდ დაამთავრებს სააკაშვილის ხელისუფლებას. თქვენ ძალიან კარგად იცით რაც ხდება ზუგდიდში, როგორ ბობოქრობს ახალაიების და კოდუების კლანი. როგორ მდგომარეობაშია ხალხი, როგორი დათრგუნულია სამეგრელო, მაგრამ საკნების აქციამ კიდევ ერთი მთავარი რამ უჩვენა. ამათმა ვერ გაბედეს ჩვენი დარბევა და ეს თქვენი დამსახურებაა ზუგდიდელებო.~ ტრიბუნიდან გასვლის შემდეგ გეზი ოფისისკენ აიღეს, მაგრამ გაჩეჩილაძე მობრუნდა და დამსწრე ხალხს მიმართა. `მე ვიცი, რომ აქ უმრავლესობა გარევაჭრობისთვის დაარბიეს, უკანონოდ მოიქცნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი უფლებები და თქვენი პატარა დახლი თუ პატარა შემოსავალი თქვენს პარტარა და თბილ ოჯახში იყოს დაცული. პირველრიგში ჩვენ უნდა გავმრავლდეთ, რომ ეს შევძლოთ.დიდი მადლობა თქვენი უფლებების დასაცავად ბრძოლაში.~ გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე ძირითადად გარემოვაჭრეები იყვნენ. ისინი ერთი მიზეზით ცდიობდნენ მასთან შეხვედრას. მათ თანადგომა სჭირდებოდათ, რომელიც მათსავე უფლებას დაიცავდა და უპრობლემოდ ივაჭრებდნენ ქუჩაში, ლუკმა პურის საშოვნელად. არ დაარბევდნენ და პროდუქტს მდინარეში არ გადაუყრიდნენ. ზაირა სალია მიყვება რომ `სააკაშვილს დასაქმების პროგრამა ხომ არ აქვს. აქ მოვედით რადგან ლევანის ვთხოვთ დაგვეხმაროს და ყურადღება მოგვაქციოს. ქუჩაში ერთი ლუკმა პურის საშოვნელად ვართ გამოსულები და ესეც გვეკრძალება. _ მიყვება ახალგაზრდა ქალბატონი. ზაირასგან განსხვავებით ჯვარიდან მოსულ შუახნის ქალბატონს სჯერა, რომ რაღაც შეიცვლება და უკეთესობა იქნება. თუმცა აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობა ყურადღებას არ აკლებს ხალხს, მაგრამ ახლა ამ ადამიანებმა უნდა შეცვალონ მართვის წესები.ლიანა შელია გარემოვაჭრეა, ის სამი შვილის დედაა და ოჯახს ქუჩაში ვაჭრობით არჩენს. მისი თქმით, მას ძალიან ცუდი პირობები აქვს. თუ მუშაობის საშუალებას არ მისცემენ ბავშვები შიმშილით მოუკვდება. ლიანა ამბობს რომ ` ზუგდიდის მთავრობამ იმდენი არ იცის, რომ გაჭირვებული ხალხს დაეხმაროს. სამი პროცენტი მაძღარია, ვინც ბაზრის წილებში ზის, აფთიაქის ქსელი აქვთ, ბანკებში და პოლიციაში მუშაობენ. აბა ერთი იმ ოჯახებში მივიდნენ სადაც არავინ მუშაობს. 85 ლარით რა ვჭამო, შუქი გადავიხადო, პურის ფქვილი, თუ წამალი ვიყიდო. იქნებ ლევანი დაგვეხმაროს ამ გაჭირვებულ ხალხს~.
ლორა ქობალია