
წინასაარჩევნო მობილიზაციაა `ალიანსი საქართველოსათვის~ ზუგდიდის ოფისშიც. ალიანსში მიიჩნევენ, რომ ნოღაიდელთნ დგომა მათთვის მიუღებელია, რადგან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქმედებებში რუსული ინტერესები იკვეთება. ალიანსის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ნონა თოლორაია ჩვეთან საუბარში თვითმართველობის არჩევნების შესახებ საუბრობს _ `ზუგდიდის ოფისი განსაკუთრებულად ემზადება ამ არჩევნებისათვის. შეიძლება ითქვას, ჩვენ საპარლამენტო არჩვენებიდან დღემდე გავიზარდეთ, ადგილზე მოგვემატა პარტიის წევრები, ამ მხრივ კომისიების დაკომპლექტების დროს პრობლემებია რა გვექნება და იცით, რომ ალიანსში შემავალი სუბიექტებიდან მხოლოდ ჩვენ გვაქვს კომიისიის დაკომპლექტება. ჩვენ შერჩევის პროცესში ვართ, და ვმსჯელობთ თუ ვინ წარვადგინოთ პროპორციული და მაჟორიტარული სიით.~ როგორც ალიანსში განაცხადეს შეიძლება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ერთეულში ვერ წარმოადგინონ კანდიდატები, მაგრამ ირწმუნებიან, რომ მაქსიმალურად ეცდებიან ყველა მუნიციპალიტეტი მოიცვან და ღირსეული კანდიდატები შესთავაზონ ამომრჩეველს. ნონა თოლორაია, მაჟორიტარების დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ეს ჯერ კიდევ მუშა პროცესია. შეიძლება თავად ალიანსის ზუგდიდის ოფისის ლიდერმა მაჟორიტარული სიით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას და როგორც თვითონ ამბობს, _ `მაჟორიტარობის საკითხი შეიძლება გვერდზე გადავდო, ყველა მაჟორიტარს დავუდგე გვერდში და პროპორციული სიით ვიბრძოლო გამარჯვებისათვის.~ ალიანსიში აცხადებენ, რომ პროგრამა კარდაკარში ჩართულები არიან და ყველაფერს გააკეთებენ სიების სრულყოფისა და გაყალბების თავიდან აცილებისათვის. თოლორაია თვლის, რომ სააარჩევნო კოდექსში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა და არც არჩევნების იდეალურად ჩატარების ილუზია აქვს, მაგრამ თვლის, რომ ხელისუფლების კეთილი ნების შემთხვევაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მოქმედი საარჩევნო კოდექსითაც შესაძლებელია. ნონა თოლორაია წუხს, რომ მხოლოდ ცეესკოს თავმჯდომარე შეიცვალა, ხოლო საოლქო კომისიის თავმჯდომარეებად კვლავ ძველი სახეები რჩებიან, რაც უნდობლობას იწვევს, მიაჩნია, ალიანსის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერს.
წინასაარჩევნო აქტიურობა შეინიშნება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტიის სამეგრელოს რეგიონალურ ოფისში. `სამართლიანი საქართველოს~ ზუგდიდის შტაბში პრაიმერზე და წინასაარჩევნო პროგრამა _ კარდაკარზე მუშაობენ. ნოღაიდელის პარტიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, ყოფილი სარდალი ვახტანგ (ლოთი) ქობალია, ჩვენთან საუბარში ამბობს _ `ძირითადად პროგრამა კარდაკარზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს მოსახლეობის აღწერა. სიებში ბევრი მკვდარისულები აღმოვაჩინეთ, გაგიკვირდებათ, მაგრამ სიაში 1865 წელს დაბადებული მოქალაქეც იყო, მართლა ასეთი სიცოცხლის ხანგრძლივობა თუ გვაქვს კარგია. ნუ არჩევნებზე ასეთი მკვდარი სულებიც აძლევდნენ ხმას. ამ პროექტის ფარგლებში ვცდილობთ აღწერას და რეალური ამომრჩევლის დაფიქსირებას.~ პრაიმერის ჩატარება-არჩატარების საკითხი ოპოზიციაში ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ლოთი ქობალია აცხადებს, რომ პრაიმერზეც აქტიურად მუშაობენ _ `გამოჩნდნენ პოლიტიკოსები რომლებსაც ჯერ კიდევ ბოლომდე არა აქვთ გადაწყვეტილი რა კურსს დაადგნენ და როგორი საქართველო წარმოუდგენიათ, ასეთ პოლიტიკურ ძალებთან საუბარიც ზედმეტია. ჩვენ ვმუშაობთ, იმაზე თუ ვინ წარმოვადგინოთ პრაიმერზე და ძირითადად კანდიდატების შერჩევის პროცესში ვართ.~ ლოთი ქობალია ამბობს, რომ ის პროპორციული სიით და მაჟორიტარ კანდიდატადაც აპირებს არჩევნებში პაექრობას. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს. თუ ვინ იქნება მთავარი ფიგურა ვის ირგვლივაც `სამართლიანი საქართველოსათვის~ ზუგდიდის ორგანიზაციაში იბრძოლებენ ჯერ მუშა პროცესშია და როგორც ქობალია აცხადებს უახლოეს მომავალში ეს ფაქტიც ცნობილი გახდება.
პრაიმერითვის ემზადებიან ნიოღაიდელის მოძრაობის თანამოაზრე `კონსერვატორებიც.~ `კონსევატორების~ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი კობა ვაზგანავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება უკვე დაიწყო _ `ხელისუფლება უკვე ცდილობს არჩევნების გაყალბებას. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კანონით იკრძალება, გამგებლები და სოფლის რწმუნებულები უკვე ცდილობენ ამ რესურსის გამოყენებას.~ როგორც ვაზგანავა აცხადებს, პარტიაში ახლა კანდიდატების შერჩევის პროცესია, როგორც `კონსერვატორები~ აცხადებენ მათი კანდიდატები ღირსეულები და საზოგადოების ნდობით აღჭუნვილი ადამიანებ იქნებიან. კობა ვაზგანავა ირწმუნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ისინი დიდ წარმატებებს მიაღწევნ და ადგილობრივ ხელისუფლებას შეცვლიან.
წინა საარჩევნო მზადებაა, მმართველ გუნდშიც, როგორც `სამეგრელოს ქრონიკას~ ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტარმა ლაშა დამენიამ განუცხადა, _ `ჯერ სიები დაკომპლექტებული არ არის თუმცა პარტიაში ამ თემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გავაქტიურდით იმ მხრივ, რომ დაიწყო შტაბების გადახალისება და დაკომპლექტება. ვმუშაობთ თუ სად გავაძლიეროთ შთაბები სად გვქონდა ბოლო არჩევნების დროს ჩავარდნა და ძირითადად ამ შიდა საარჩევნო საქმეებს ვაგვარებთ. ახლა ვარჩევთ იმ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც თითოეულ შტაბს უხელმძღვანელებს.~ ლაშა დამენია ჩვენთან საუბარში არ აკონკრეტებს დარჩება თუ არა ნაციონალების კანდიდატებად საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ვახტანგ ცხადაია, და გამგებლის პოსტზე ალექსანდრე ქობალია. დამენია ამბობს, რომ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ლაშა დამენია უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებს _ `რა, რახან არჩევნებია არაფერი გავაკეთოთ, მთელი ეს 4 თვე გავჩერდეთ? გზები მანამდეც იგებოდა და ახლაც დავაგებთ, ეს და მსგავსი პროექტები არჩევნებს არ უკავშირდება და ამას ხელისუფლება ყოველთვის აკეთებს. ჩხოუშიას დასუფთავება ოქტომბერში მოხდა, თორემ ახლა რომ გაგვეკეთებინა დარწმუნებული ვარ არჩევნებს მიაწერდნენ,~ _ აცხადებს ნაციონალების ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი.
ხელისუფლებაში, ოპოზიციაში, არასამთავრობო სექტორში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ხშირად აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოსთვის ტესტი იქნება. თუ როგორ ჩააბარებს საქართველო დემოკრატიის ტესტს 30 მაისის საღამოს გახდება ცნობილი. მანმადე კი პოლიტიკური პარტიების ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს, ნაწილი კი განზე დგოგმას ირჩევს და არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების თამაშში ჩართვად მიაჩნია.
პაატა ლაგვილავა