.jpg)
_ ბატონო ირაკლი, რა ძირითადი პრობლემა აქვს თეატრს?
_თეატრი რაც არუნდა უნიკალურ მდგომარეობაში იყოს , მას ყოველთვის აქვს პრობლემა. ძირითადი პრობლემა მაინც არის რემონტი, რომლის ხარჯთაღრიცხვა უკვე გაკეთებულია. ეს ის თანხა არ არის, რომლის გაღება ადგილობრივ ბიუჯეტს შეეძლოს. ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია. პირველადი პრობლემა არის სახურავის შეკეთება და უბრალო კოსმეტიკური რემონტი, რომლის გაკეთება წელს ადგილობრივი ძალებით შეასძლებელია. რაც შეეხება გადახურვას, თხოვნით შესული ვართ მუნიციპალიტეტის გამგეობაში და გვაქვს თანხმობა. აქედან გამომიდინარე სახურავის პრობლემაც აღარ გვექნება.
_ შარშანდელთან შედარებით, წელს თქვენი ბიუჯეტი შემცირებულია 41 ათასი ლარით.
_ვერ გეტყვით, რომ შემცირებულია, რ თ. ადგან სახელფასო ფონდი იგივე გვაქვს წელსაც. ის 41 ათასი ლარი, რომელზეც თქვენ საუბრობთ იყო პროექტები, რომელიც დაგვიფინანსა მუნიციპალიტეტის გამგეობამ. ასევე წელასც გვაქვს რეალური დაპირება, რომ მსგავს პროექტებს დაგვიფინანსებენ.
_ბოლოს, როდის ჩაუტარდა თეატრს სარემონტო სამუშაოები?
_თეატრში მაშტაბური რემონტი დიდიხანია არ ჩატარებულა, თუ არ ვცდები ეს იყო 1968-1970 წლები. რაც შეეხება კოსმეტიკურ რემონტს იგი ბოლოს 2003-2004 წლებში გაკეთდა.
_თქვენი ხარჯთაღრიცხვით რა თანხა სჭირდება თეატრს მაშტაბური სარემონტო სამუშაოებისთვის?
_ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს არ არის 100 და 200 ათასი ლარი, ხოლო 1 ან 2 მილიონის მოძიება ამ ეტაპზე ძალიან რთულია. ყველა რეგიონალური თეატრი ჩვენს დღეშია. რეგიონებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ ისეთი ბიუჯეტი, რომ მილიონად ერთი შენობა გაარემონტოს და ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება ქალაქის ბიუჯეტუიც იყოს.
_შემოქმედებითი თვალსაზრისით რა მიღწევები გაქვთ?
_14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს ჩვენი თეატრის სპექტაკლი ~ზარატუსტრას ჟამი~ წლის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს. მე მივიღე წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტული. დრამატურგმა რეზო კლლდიაშვილმა კი ამ პიესისთვის მიიღო წლის საუკეთესო დრამატურგის წოდება. რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ თეატრის ისტორიაში.
_სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
_მარტის თვიდან თეატრი ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს, როგორც შარშან, ყოველ პარასკევს ითამაშებს სპექტაკლს. ვგეგმავთ ასევე პრემიერას, ეს იქნება ძალიან საინტერესო თემაზე აგებული სპექტალი. ვფიქრობ რუსი ბერის მამა არსენის ცხოვრება, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს საინტერესო სანახავი იქნება. ეს არის რუსული პიესა. მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ქართულ ტრანსფორმირებას. პიესის ლიტერატურული ვარიანტი, ფაქტობრივად ჩვენი თეატრის ექსკლიუზივი იქნება. და ვფიქრობ ამ სპექტაკლის პემიერას სულ მალე იხილავს ზუგდიდელი მაყურებელი.
სოფო ხუბულავა