მთავარი გვერდი

2 мар. 2010 г.

MPH მედიის უფლებებისთვის `სამეგრელოს ქრონიკის~ გამომცემელი ამიერიდან MPH იქნება


15 თებერვალს ზუგდიდში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია `მედიისა და საზოგადოების სახლი~ (Media & Public`s House _ MPH) დაფუძნდა. ამიერიდან `სამეგრელოს ქრონიკის~ გამომცემელი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაცია MPH იქნება. ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტთა უფლებების დაცვის, თავისუფალი მედიის მხარდაჭერის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის შეიქმნა. MPH ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლებისათვის ტრეინინგ-სემინარების ჩატარებას გეგმავს. ახალი ენჯეო ადამიანის უფლებების დაცვაზე, არჩევნების და ბიუჯეტის მონიტორინგზე იმუშავებს. როგორც MPH-სში აცხადებენ ისნი რეგიონში საზოგადოებრივი აზრის კვლევას პერმანენტულად ჩაატარებენ. მედიისა და საზოგადოების სახლი ჟურნალისტების წახალისებისათვის კონკურსის სახით საუკეთესო მედია ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს ყოველწლიურად გამოავლენს.
მედიისა და საზოგადოების სახლი `სამეგრელოს ქრონიკის~ ჟურნალისტებმა ლორა ქობალიამ, სოფო ხუბულავამ და პაატა ლაგვილავამ დააფუძნეს. როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, რეგიონში მედიის გაძლიერებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის იმუშავებენ. როგორც MPH-ი გამგეობის თავმჯდომარემ პაატა ლაგვილავამ ჩვენთან საუბარში განაცხადა _ `ჩვენ თავად გვქონდა, პრობლემები რომლის წინაშეც დაუცველები აღმოვჩნდით, ამიტომაც გადავწვიტეთ შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტთა უფლებების დაცვისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერისათვის იმუშავებს. ჩვენ ვიმუშავებთ ადამიანის უფლებების დაცვაზე, ჩავატარებთ მონიტორინგს და დავაკვირდებით არჩევნებს. მიგვაჩნია, რომ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თავიანთი ბიუჯეტის ხარჯვისა და დაგეგმარების შესახებ და აქედან გამომდინარე მუდმივად ჩავატარებთ ბიუჯეტის მონიტორინგს. ზუგდიდში არ არსებობს საზოგადოებრივ კვლევაზე მომუშავე ორგანიზაცია და ჩვენ ამ საკითხშიც ნოვატორები ვართ, MPH-მა უკვე ჩაატარა საზოგადოებრივი კვლევა და ამ კვლევის შედეგებს საზოგადოება ჩვენი გაზეთიდან გაიგებს.~
მედიისა და საზოგადოების სახლის გამგეობის წევრი და გაზეთ `სამეგრელოს ქრონიკის~ რედაქტორი ლორა ქობალია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს _ ,,ვფიქრობ, ამ სახის ორგანიზაცია, არა საჭირო არამედ აუცილებელია იყოს რეგიონში. ეს არის ის შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან, რომ უფრო დაცულები ვიყოთ, შემოვიერთოთ ჟურნალისტები და ასევე დამწყები ჟურნალისტები რათა უფრო ხარისხიანი და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ საოგადოებას.~
MPH-ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ სოფო ხუბულავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა _ `ჩვენი ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებასა და ჟურნალისტებს შორის ნდობის ფაქტორი იყოს მაღალი. დღეს მედიაში არსებული მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ ჟურნალისტებმა მედიატორის ფუნქციასთან ერთად `იტვირთეს~ სხვა სახელმწიფოებრივი ფუნქციები. რაც ბუნებრივია მიუღებელია საზოგადოებისთვის და ზოგადად დემოკრატიის პირობებში.~
უახლოეს მომავალში `მედიისა და საზოგადოების სახლი~ PR-სააგენტოს გახსნას გეგმავს და ამხრივაც ნოვატორული გეგმების განხორციელებას აპირებს.