მთავარი გვერდი

30 нояб. 2010 г.

სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებელი იზრდება

ზუგდიდის საკრებულოს 29 ნოემბრის დადგენილებით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი იზრდება. მოსაკრებლის ოდენობა თითოეულ სათამაშო აპარატზე 1500 ლარით განისაზღვრა, ხოლო ტოტალიზატორის, ბინგოს და ლოტოს თითოეულ სალაროზე 5000 ლარი დაწესდა. სათამაშო ბიზნესში ჩართულ პირებს თანხის გადახდა კვარტალურად მოუწევთ. ცვლილებების შეტანამდე ზუგდიდში არსებულ სათამაშო აპარატებზე კვარტალურად 750 ლარს, ხოლო ტოტალიზატორების, ბინგოების და ლოტოების თითოეულ სალაროზე გადასახადი 2500 ლარს შეადგენდა.
მსგავსი დადგენილება ხობის საკრებულოში ერთი კვირის წინ მიიღეს. ხობში არსებულ სათამშო აპარატებზე გადასახადი ზუგდიდის მსგავსად 1500 ლარს შეადგენს. ხოლო ხობის ტოტალიზატორების მეპატრონეებს თითოეული სალაროსთვის კვარტალურად 3750 ლარის გადახდა მოუწევთ.