მთავარი გვერდი

3 апр. 2011 г.

დღეიდან სატელეფონო ინდექსი საქართველოს მასშტაბით შეიცვალა


ნუმერაციის ეროვნული გეგმის პროექტის ფარგლებში, თბილისის ახალი კოდი არსებული 22-ის ნაცვლად 32 იქნება, ბათუმის კოდი – 88222, 422-ით იცვლება, ქუთაისის კოდი – 231, 431-ით, რუსთავის კოდი – 24, 34-ით.
ნუმერაციის ეროვნული გეგმით, სოხუმის ახალი კოდი 442 იქნება, ხოლო ცხინვალის - 344.
რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებს, ზეტაფონის ახალი კოდი იქნება 492, გორის – 370, ზუგდიდის - 415, თელავის – 350, ჩოხატაურის - 419, კასპის – 371, ლანჩხუთის – 494, ლაგოდეხის – 354, მესტიის – 410, მცხეთის – 373, ოზურგეთის - 496, სამტრედიის – 411, საჩხერის – 435, სენაკის – 413, სიღნაღის – 355 და სხვა.
რომელიმე კონკრეტულ ქალაქში დასარეკად გამომძახებელმა აბონენტმა უნდა აკრიფოს პრეფიქსი 8, შემდეგ კონკრეტული ქალაქის აბონენტის ნომერი.
ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა მარტიდან დაიწყო. მარეგულირებელმა ორგანომ ყველა ოპერატორს აბონენტების ინფორმირება დაავალა. კომისიის დავალებით, სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა სერვის-ცენტრებსა და ვებ-გვერდებზე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია უნდა განათავსონ.
მობილურმა ოპერატორებმა საკუთარი აბონენტების გაფრთხილება მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით უკვე დაიწყეს.