ქალბატონი ია ანთაძეს თქმით – საკითხი რომლის გარშემო შევიკრიბეთ არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული რეალობისთვის. ჩვენ ჟურნალისტებს გვაქვს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, როცა ბავშვების საკითხს ვაშუქებთ, ვიდრე იმ შემთხვევაში როდესაც ზრდასრული ადამინების საკითხებს ვაშუქებთ. რათქმაუნდა ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ სტანდარტი, უნდა დავიცვათ ეთიკის ნორმა, მაგრამ ამავდროულად უნდა გვახსოვდეს ბავშვი არის საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენის წარმომადგენელი ის თავს ჩვენგან ვერასდროს დაიცავს. ამიტომ როდესაც მათ ეხება საკითხი ჩვენ უნდა ვიყოთ მათი პირველი დამცველები.
ასევე, ანთაძის თქმით, პროექტის ფარგლებში ათი შეხვედრაა დაგეგმილი და ეს მეხუთე შეხვედრაა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.
ექსპერტი, გიორგი გვახარიას თქმით კი - ჟურნალისტი ყოველთვის უნდა გამოვიდეს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავარი არის ბავშვი. თუ ჩვენ ცოცხალ ბავშვთან გვაქვს საქმე სასურველია ყოველთვის პირველი ბავშვისგან მივიღოთ უფლება რას ვაკეთებთ, მაგრამ ამით არ დავკმაყოფილდეთ. ნებისმიერ ჟურნალისტს ვურჩევ როცა ბავშვზე აკეთებენ სიუჟეტს მშობლებთან და ბავშვების ფსიქოლოგებთან იქონიონ ურთიერთობა. ფისოლოგებთან იმიტომ, რომ ვიცოდეთ რა ტრამვა შეიძლება მომავალში სიუჟეტმა ბავშვში გამოიწვიოს.