
ინგა გორდულავა საბერიოს მკვიდრია და მისი თქმით – გარეთ ვერ გავსულვართ. ჭიშკარს გავცდებით და გვაჯარიმებენ. პასპორტს გვთხოვენ და თუ პასპორტი არ გაქვს განაცხადის დოკუმენტი მაინც უნდა გვქონდეს, რომ არ დაგვაჯარიმონ.
როგორც გორდულავამ გაზეთთან საუბრისას აღნიშნა, მისი მეზობლები საკუთარ სახლში დააჯარიმეს პასპორტის და ეგრე წოდებული განაცხადის არ ქონის გამო.
თუ რა პროცედრებს საჭიროებს პასპორტის მიღება, გორდულავა ამბობს, რომ მთელი რიგი სირთულეებია. ელემენტარული, რომ ვთქვათ ერთ გევრდიანი ქსეროქსის გაკეთება ხუთი ლარი ღირს. გარდა ამისა გზას გვიბნევენ მუდმივი გადამისამართებით, ერთი მეორის გაცემულ დოკუმენს იწუნებს და გამოდის, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დავიხარჯოთ და ვერ გავაკეთოთ პასპორტი. ამასთან ერთად ქართული პირადობის მოწმობის ჩაბარებას ითხოვენ.
რაც შეეხება პასპორტის მიღების ვადას ეს პროცესი დახლოებით ერთი წელი გრძელდება, რადგან განაცხადები ჯერ მოსკოვში იგზავნება და განიხილება აქ კი უვადო ლოდინი გიწევს – ამბობს გორდულავა.
თხილნარში ვმუშაობდი, როცა დამაჯარიმეს. მკითხეს საბუთები რატომ არ გაქვსო. სახლში ვარ და რაში მჭირდებათქო საბუთები, მაგრამ არაფერმა გაჭრა დამაჯარიმეს და 15 დღე მომცეს ჯარიმის გადასხდელად.გვიყვება ვახანგ სოსელია.